2017 წლის 28 სექტემბერს, ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ რადიო იმედის გადაცემა „ეკონომიქსში“ განაცხადა: „როდესაც ქვეყანაში ინსტიტებისადმი ნდობა არ არსებობს, მოსახლეობას ვერ აიძულებ ენდოს ფონდს, სადაც მათი დანაზოგები განთავსდება. არავინ იცის რა მოხდება წლების შემდეგ, როცა დასაქმებული საპენსიო ასაკს მიაღწევს და როგორ შეძლებს თავისი თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, რეფორმა არ გაამართლებს“.