„ზაალ უდუმაშვილის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია“

ხათუნა ლაგაზიძე - 17.10.2017

ექსპერტის პროგნოზი

2017 წლის 13 ოქტომბერს, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა: „რაც შეეხება უკვე მეორე ტურში კანდიდატების შანსებს: ზაალ უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში, მის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია, რადგან ის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია. ამიტომ, ის კალაძისთვის იდეალური მეტოქეა.  რაც შეეხება ელისაშვილს - მისი გამარჯვების შანსებიც არარეალურია და ავხსნი რატომ - მას გამარჯვებისთვის მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი არ ეყოფა და სხვა პარტიების ამომრჩევლის მობილიზება დასჭირდება საკუთარი თავის გარშემო. ჰოდა, თუ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთამ საკუთარ ამომრჩეველს ელისაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ელისაშვილი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, მე „ნაციონალების“ ხმები არ მჭირდება, მათი მერი ვერ ვიქნებიო. ეს წარმოუდგენელია, ის ყველას მერი უნდა იყოს.  ამისთვის კი ხელისუფლება უკვე მზად არის გამზადებული კლიშეთი: ყველანი დავუპირისპირდეთ ელისაშვილს, როგორც „ნაცმოძრაობისგან“ მომავალ ახალ საფრთხესო. ასე რომ, ამჯერადაც, „ნაცმოძრაობა“ „ოცნების“ მაშველ რგოლად მოგვევლინება“.

არგუმენტირებული შეფასება

დასკვნა