„თეთრი სახლის შემდეგი ადმინისტრაცია კიდევ უფრო ანტირუსული იქნება“

თორნიკე შარაშენიძე - 20.10.2017

ექსპერტის პროგნოზი

2017 წლის 17 ოქტომბერს, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა: „აშშ ასე მარტივად არ იღებს გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ და არც ასე მარტივად აუქმებს მათ. არა მგონია, რუსეთში აშშ-ს მხრიდან ეკონომიკური სანქციების გაუქმების იმედი ჰქონდეთ.  თუ ახლა პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს რუსეთთან გამოძებნოს საერთო ენა, სამაგიეროდ ამერიკული ისტებლიშმენტი, მცირე გამონაკლისის გარდა, მთლიანად ანტირუსულადაა განწყობილი. ამერიკელები არ აპირებენ ვინმეს აპატიონ მათ არჩევნებში ჩარევა. თუ ისევ ტრამპი არ იქნა აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი, წესით, თეთრი სახლის შემდეგი ადმინისტრაცია კიდევ უფრო ანტირუსული იქნება. აშშ-ს არჩევნებში ჩარევა ამერიკისთვის არავის გაუბედია. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ამგვარ რამეს აშშ არავის შეარჩენს“.

არგუმენტირებული შეფასება

დასკვნა