„ლარის გაცვლითი კურსი იანვრის მეორე ნახევარში დასტაბილურდება“

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 07.11.2017

ექსპერტის პროგნოზი

2017 წლის 2 ნოემბერს, ექსპერტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა: „ლარის გაუფასურება უცხოური ვალუტის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, ვიმეორებ, დაუმტკიცებელი ვარაუდით, ჩვენ შემდეგ მოვლენებთან გვაქვს საქმე. არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად ქვეყანაში ბევრი ფული შემოდინდა და მე გულახდილად ვეჭვობ, რომ აუდიტის სამსახურს ამ თანხების სრული აღნუსხვა მოეხერხებინოს. არჩევნების შედეგები ჩვენ ყველამ ვიცით და ბევრ პოლიტიკურ პარტიას, აქ არ დავასახელებ მათ, მეორე ტურისთვის გამიზნული სახსრები დარჩა გამოუყენებელი. ამჟამად ამ თანხების უცხოურ ვალუტაში სწრაფი კონვერტაცია და ქვეყნიდან გადინება მიმდინარეობს. მეორეც, ძალიან ბევრ შეძლებულ ადამიანს, რომლებმაც, ასე ვთქვათ, არასწორი პოლიტიკური ფსონი დადეს, გაუჩნდა შიშები, ვერ ვიტყვი, რამდენად გამართლებული, და ისინი თავიანთი აქტივების საზღვარგარეთ გატანას ცდილობენ. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი სახსრების უკრაინაში შეტანა ხდება. მესამეც, სანამ ახლად არჩეული მერები თავის საქმეს არ შეუდგებიან და ადგილობრივი მეწარმეები არ გაეცნობიან „თამაშის ახალ წესებს“, მეტ-ნაკლები ინვესტირება საქართველოში არ არის მოსალოდნელი, ამიტომ ქვეყნიდან გადენილი სახსრები შემოტანილი ინვესტიციებით არ დაბალანსდება. ყველაფერ ამას კიდევ წინასაახალწლო ციებ-ცხელება დაემატება. ამიტომ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მე ლარის გაცვლითი კურსის მდგრად დასტაბილურებას იანვრის მეორე ნახევარში ვვარაუდობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ ჩემი აზრის სისწორეზე ან გაუმართლებლობაზე ვისაუბროთ“.

არგუმენტირებული შეფასება

დასკვნა