ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — პოლიტიკური პარტია საქართველოში, მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. 2003 წელს იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხოლო მომდევნო წლიდან ქვეყნის მასშტაბით წამყვან პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. 2012 წელს პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა შეადგინა საპარლამენტო უმცირესობა და ამჟამად ოპოზიციაში განაგრძობს პოლიტიკურ საქმიანობას.

პოლიტიკური პლატფორმა


ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: „პატრიოტი“, „პატრინოტი“, „ტაძარი“). პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.

მარგი ქმედების პოტენციალი
39,41
გავლენის მეტრი
დაპირებათა მეტრი

პარტიის დაპირებები

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო 70,53%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 18,60%
ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები 2,88%
ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია 2,12%
დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 0,71%