სერგი კაპანაძე
არის GRASS-ის დამფუძნებელი და დირექტორი. კითხულობს ლექციებს ტსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო მოლაპარაკებების და ევროპული ინტეგრაციის თემატიკაზე, ხოლო 2010 წლიდან არის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნულ უშიშროების საბჭოსა და საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში. ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციებს. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.