გიორგი გახარია
სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა SFK Group-სა და Lufthansa Service Holding AG. LSG-ში. იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 2016 წლიდან დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად.