ნატო-ს 2015 წლის იმედისმომცემი ანგარიში

Guram Ptskialadze - 09.02.2016

ნატო- გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია გასულ წელს ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე. ასევე გადმოცემულია ალიანსის სხვა აქტორებთან არსებული ურთიერთობები, სამხედრო მისიები, თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით და 2015 წელს მიღებული გამოცდილება.

ანგარიშში სტოლტენბერგი მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებსაც მიმოიხილავს: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკაში შექმნილი ვითარება, სირიასა და ერაყთან დაკავშირებული მოვლენები, ტერორისტული აქტები, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებებიეს ის ძირითადი თემებია, რაზეც ნატო- გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს.

დოკუმენტში ნახსენებია 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმება ნატო-სა და საქართველოს შორის, რომლის შედეგადაც მხარეებმა დაიწყეს ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით: ექსპერტების მიწოდება საქართველოსთვის სტრატეგიული და ოპერაციული გეგმებისთვის, დახმარება სპეციალური ოპერაციული ძალებისთვის, სამხედრო პოლიციისთვის, კიბერ-თავდაცვისთვის, საზღვაო უსაფრთხოებისთვის, ავიაციისთვის, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციისთვის. ეს შეთანხმება მოიცავდა საერთო მომზადებისა და შეფასების ცენტრის შექმნას და სამხედრო ინსტიტუტის სკოლის დაარსებასაც.

ნატო-საქართველოს პირველი სამხედრო სწავლება 2015 წლის აპრილში გაიმართა. ზემოთ ნახსენები საერთო მომზადებისა და შეფასების ცენტრი კი გასული წლის ივლისში კრწანისში გაიხსნა. მოხსენებაში საუბარია ნატო- ეგიდით გამართულ იმ აქტივობებზეც, რაშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, 5-20 ივნისს ბალტიის ზღვაში გამართული სამხედრო წვრთნა, რაშიც, საქართველოს გარდა, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა მიიღეს მონაწილეობა. 8-22 ივლისს კი სამხედრო წვრთნა საქართველოში ჩატარდა ბულგარეთის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთისა და აშშ-ის 800 სამხედროს თანხლებით.

საქართველო ჩართულია უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციაში: ფუნქციონალური თავსებადობის პარტნიორობის ინიციატივა, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შექმნა. პირველი მათგანი გულისხმობს ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ძალებს შორის საერთო ოპერაციების ჩატარებას. მის ფარგლებში საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ორმხრივი ურთიერთობებით და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის მიზნით მიმართოს ორგანიზაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. უელსის სამიტის შემდეგ საქართველომ თავდაცვის შესაძლებლობების შექმნა (Defense Capacity Building) დაიწყო, რაც გულისხმობს ნატო- მხრიდან დახმარებას, წვრთნებს, რჩევებს, მონიტორინგსა და სათანადო ცოდნის გადაცემას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში.

 

მოხსენებაში ხაზგასმულია ნატო- მხარდაჭერა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ, რათა მათ საგარეო ზეწოლას უკეთესად გაუძლონ. იქვე ნახსენებია რუსეთის ფედერაცია და განცხადებულია, რომ საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. თუმცა რუსეთი აგრძელებს თავის არაპროგნოზირებად სამხედრო პოლიტიკას, იკავებს რა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიის ნაწილს არალეგალურად და აგრძელებს სეპერატისტების მხარდაჭერას აღმოსავლეთ უკრაინაში. ამას გარდა, რუსეთზე ნათქვამია, რომ მან მნიშვნელოვნად გაზარდა ნატო- საზღვართან სამხედრო აქტივობები და ღიად დააფიქსირა მზაობა სამხედრო ძალის გამოყენებაზე საგარეო და თავდაცვითი მიზნების მისაღწევად.

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ძალადობრივმა ქმედებებმა და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის ანექსიამ ფუნდამენტური საფრთხის წინაშე დააყენა ევროპის საერთო უსაფრთხოება, მშვიდობის გარანტია და უგულვებელყო საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპები, რომელზეც შეთანხმება ჰელსინკის საბოლოო ნაწილში იქნა მიღწეული. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთმა ევროპულმა ქვეყანამ სრულიად არალეგალურად დაიპყრო მეორე ქვეყნის ტერიტორია. ასევე, რუსეთი თავისი აგრესიული ქმედებებით ამცირებს სამხედრო გამჭვირვალობას და უარყოფს იმ შეთანხმებებს, რაც ბოლო პერიოდში მიიღწია რუსეთსა და ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციას შორის.

საერთო ჯამში, ახალი მოხსენება საქართველოსთვის დადებითადაა შეფასებული, რასაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაც მოწმობს. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ნატო- მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი ამომწურავი იყო იენს სტოლტენბერგის ანგარიშში. ნატო-საქართველოს ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი მოვლენა ვარშავის სამიტს უკავშირდება, რომელიც მიმდინარე წლის 8-9 ივლისს უნდა გაიმართოს. სამიტზე საუბარი შეეხება მტკიცე პარტნიორობის პროგრამას, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებს. თუმცა საქართველოსთვის, მთავარი საკითხი პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი იქნება, კერძოდ, მისი და ნატო- ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ უელსის 2014 წლის სამიტზე ნატო- და საქართველომ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, მთავარი მიზანიორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებამიუღწეველი დარჩა, რის გამოც უელსის სამიტის ცალსახად დადებითად შეფასება შეუძლებელია. მეორე მხრივ, ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან შეთანხმებების საფუძველზე საქართველომ 2014 წლიდან მოყოლებული მნივნელოვანი ნაბიჯები გადადგა ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად: ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტი, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო- ეგიდით გამართულ საერთაშორისო მისიებში (ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს გაგზავნილი აშშ-ის შემდეგ და უსწრებს ალიანსის ისეთ მნიშვნელოვან წევრებს, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ., არაფერი რომ აღარ ვთქვათ არაწევრ ქვეყნებზე), რითაც ხაზს უსვამს მის რეალურ მზაობას, წინ წასწიოს ორგანიზაციასთან ურთიერთობები და მიუახლოვდეს მთავარ მიზანს: ჯერ სამოქმედო გეგმის მიღებას, შემდეგ კი ნატო-ში გაწევრიანებას.

უელსის სამიტზე სამოქმედო გეგმის მოუპოვლობის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ პოზიტიურად ფასდება როგორც საქართველოს მთავრობის, ისე თავად ორგანიზაციის მხრიდან, რის გამოც ვარშავის სამიტზე საქართველო, დიდი ალბათობით, სამოქმედო გეგმის მიღებას მოითხოვს, რაც ახალი ეტაპი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში. იენს სტოლტენბერგის ანგარიში დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა, რადგან, ერთი მხრივ, ხაზგასმულია საქართველოს ჩართულობა ნატო- სხვადასხვა სახის საქმიანობებში და გადადგმული არსებითი ნაბიჯები ორგანიზაციასთან ინტეგრაციისკენ, მეორე მხრივ, ნატო კვლავ გმობს რუსეთის პოლიტიკას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების კუთხით.

მომავალ სამიტზე შეჯამდება ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტები, რასაც უელსის სამიტი ითვალისწინებდა. შეხვედრაზე განიხილება ასპირანტი ქვეყნების მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ყურადღება უკრაინასთან თანამშრომლობას დაეთმობა, ასევე სერიოზულად განიხილება ორგანიზაციაში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხიც, რომელსაც წევრობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს. საქართველო კი შეეცდება, დღის წესრიგშიმაპისმინიჭება დააყენოს.

არსებითი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც სამოქმედო გეგმის მიღებას ახლავს, ისევ და ისევ რუსეთთანაა დაკავშირებული. პუტინის ხელისუფლება ცალსახად აღნიშნავდა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც და მის შემდეგაც, რომ ნატო- აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და წითელი ხაზია და ის ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად. უკრაინის მოვლენებმა კი ორ მხარეს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა, რის გამოც ნატო-, იცის რა რუსეთის პოზიცია და მისგან მომდინარე საფრთხე, შეიძლება, საქართველოსთვისმაპისმიცემის საკითხი კვლავ სამომავლოდ გადადოს.

სამიტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და წინასწარ სწორი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა მუშაობას გააგრძელებს არა მხოლოდ ორგანიზაციის ფარგლებში, არამედ მის თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ესმაპისმიღების შესაძლებლობას კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, ნათელია, რომ რუსეთ-უკრაინა-ნატო- სამკუთხედი და მათი ურთიერთობა პირდაპირ გავლენას მოახდენს ალიანსის საბოლოო პოზიციაზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემის პროცესში.

გამოქვეყნებულია Observer.com.ge-ზე