ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პერსპექტიული განვითარება

Giorgi Elizbarashvili - 23.06.2016

ყოველი დაზოგილი პენი ნაშოვნის ტოლფასია
ბენჟამენ ფრანკლინი

ადამიანი ენერგიას უხსოვარი დროიდან მოიხმარდა. თუმცა საუკუნეების მანძილზე მოხმარების ზრდის ტემპი იყო უმნიშვნელო და ბუნებაც არ ზიანდებოდა, ასწრებდა აღდგენას. პირველი ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დღეს ენერგიის მოხმარება მართლაც კოლოსალურია. მსოფლიო წლიური მოხმარება ასე გამოიყურება:

35 მილიარდი ბარელი ნავთობი;
3,7 ტრილიონი მ3 ბუნებრივი აირი;
7,9 ტრილიონი ტონა ქვანახშირი;
19,7 ტრილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია.

რიცხვები მართლაც შთამბეჭდავია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ სისტემატურად იზრდება როგორც მსოფლიო ეკონომიკა, ასევე მოსახლეობა არ იქნება იმის დადგენა რთული, რომ იზრდება ენერგიაზე მოთხოვნაც. რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ენერგიის მოხმარების ზრდა ერთის მხრივ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებისეულ პირობებს, მწარმოებლურობას მეორეს მხრივ დიდ ზიანს აყენებს გარემოს და ძაბავს ურთიერთობებს სახელმწიფოთა შორის. უკანასკნელი 2 საუკუნის მანზილზე მსოფლიომ ათეულობით ომი და მილიონობით დაღუპული მიიღო ბუნებრივი რესურსების დაუფლების სურვილით წარმოებული ომების გამო.

საქართველო ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოირჩევა. ნავთობის მოპოვება წელიწადში შეადგენს 50 000 ბარელს, მოხმარების 5%-ს. თუმცა მაინც 100%-ით ვართ დამოკიდებული საზღვარგარეთზე რადგანაც არ არსებობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ბუნებრივი აირის წილი კი უფრო მცირეა მხოლოდ 10 მილიონი მ3 . მოხმარების 0.5%. ელექტროენერგიის კუთხით სიტუაცია გაცილებით უკეთესია, თუმცა არც აქ ვართ ბოლომდე დამოუკიდებლები. კერძოდ 2015 წელს მოხმარებამ დანაკარგებით შეადგინა 11.29 მილიარდი კვტ/სთ. იმპორტმა 699 მილიონი კვტ/სთ. ხოლო ექსპორტმა 675 მილიონი კვტ/სთ. ერთი შეხედვით სხვაობა არც თუ ისე დიდია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პერიოდებს ეს რიცხვები თანხაში გადაყვანილი უფრო დიდ სხვაობას მოგვცემს. ექსპორტისგან მივიღეთ 25.42$ მილიონი, იმპორტი კი დაგვიჯდა 43.49$ მილიონი. მთლიანობაში კი საქართველო 65%-ით არის ენერგოდამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. ეკონომიკა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც სტაბილურად იზრდება. უკანსაკნელი 15 წლის მანძილზე კლება მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში იზრდებოდა ენერგიის მოხმარება და მომავალშიც აუცილებლად გაიზრდება. შესაბამისად გაიზრდება ენერგოდამოკიდებულებაც, ეს კი გაზრდის ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოკიდებულებას საზღვარგარეთის ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი მეზობლებზე.


გრაფიკზე ჩანს, რომ 2007 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მოხმარებამ 30%-ით მოიმატა. ამ ხნის მანძილზე კლება დაფიქსირდა სულ ორჯერ 2009 წელს ეკონომიკური კრიზისისა და ომის შემდგომ პერიოდში და ასევე 2012 წელს რომელიც გამორჩეული იყო პოლიტიკური დაძაბულობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოხმარების ზრდა ფიქსირდება წელს პირველ კვარტალშიც. თუ შარშან პირველ კვარტალში მოხმარებამ შეადგინა 2830 კვტ/სთ, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2906-ზე ავიდა. გასულ 8 წელიწადში საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 3,4%. ასეთი ზრდის პირობებში შემდგომ წლებში სავარაუდო მოხმარება იქნება 2020-13051, 2025-15426, 2030-18233, 2035-21550, 2040-25472.

ეს რიცხვები არაა უტოპიური, თუ გავითვალისწინებთ 1 სულზე მოხმარებას საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართველოში მოხმარება 1 სულზე აღწევს 2961კვტ/სთს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთის ფაქტორს ეს რიცხვი კიდევ უფრო მცორდება. გასულ წელს აფხაზეთმა მოიხმარა 1797 კვტ/სთ. ამის გათვალისწინებით რეალური მოხმარება სულზე გამოდის 2479 კვტ/სთ. ეს მაშინ როცა მსოფლიო ბანკის მონაცემებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2013 წელს ბევრად დიდი მოხმარება დაფიქსირდა.

საქართველო 2,479
უნგრეთი 3,890
პოლონეთი 3,938
სერბეთი 4,444
ბულგარეთი 4,640
მალტა 4,736
სლოვაკეთი 5,202
მონტენეგრო 5,618
ჩეხეთი 6,285
ესტონეთი 6,665
სლოვენია 6,833

ამ ოდენობის ენერგიას რომ მოვიხმარდეთ დღეს ჯამური მოხმარება 11 მილიარდ კვტ/სთს ბევრად გადააჭარბებდა და მიიღებდა შემდეგ სახეს.

მოხმარება გაცილებით უფრო მაღალია შვედეთში 13870, ლუქსემბურგში 14173, ფინეთში, 15510, ნორვეგიაში 23326. თუმცა აღნიშნული ქვეყნები ნაკლებად გამოდგება შესადარებლად მათი ბევრად მაღალი ეკონომიკური პოტენციალის გამო.

გასულ წელს გამომუშავებამ შეადგინა 10832 კვტ/სთ. თუ მოხმარების ზრდის ტემპი იგივე დარჩა და წარმოება არ გაიზარდა, მაშინ ელექტროენერგიაზეც 60%-ით სხვაზე დამოკიდებული გავხდებით, გაიზრდება ფასიც. საქართველოს აქვს საკმარისზე მეტი ჰიდრო რესურსი. ასევე გასათვალისწინებელია ქარის და მზის ენერგიის პოტენციალიც, მით უფრო მაშინ როცა ამ რესურსების გამოყენება მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ დაიკმაყოფილოს შიდა მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, გაიტანოს ის ექსპორტზეც და მოახდინოს ბარტერი ბუნებრივ აირზე. რესურსების ათვისებას კი ბუნებრივია სჭირდება მასშტაბური კვლევა, გარკვეული დრო და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო.

ჰესების აგება აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ეს მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ რესურსს. ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა სხვა მხრივაც არის შესაძლებელი. შესაძლებელია როგორც თითოეულმა ოჯახმა, ასევე ქვეყანამ მოიხმაროს უფრო ნაკლები ელექტროენერგია, მაგრამ არა სუსტი განათების და საოჯახო ტექნიკის დრო და დრო არასასურველი გამორთვის ხარჯზე. გამოსავალი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებია. მართალია მათი ფასი შედარებით მაღალია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ერთდროულად არის როგორც ეკოლოგიური, ასევე ეკონომიური. მსგავს ტექნოლოგიებს მსოფლიო უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია რაც იცნობს, ჩვენთან კი მხოლოდ ახლა იწყება. ცნობადობაც ჯერ ძალზე დაბალია. მოსახლეობის დიდმა ნაწილიმა იცის მხოლოდ ფლუროსცენტრული ე.წ. „ეკონათურები“ თავისი სპირალური ფორმით. რეალურად კი გარდა ნათურის ენერგოდამზოგავი შეიძლება შევიძინოთ მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მონიტორი. გარდა ამისა მშენებლობისას შესაძლებელია ენერგოეფექტური ბლოკის გამოყენება, კედელზე დამცავი პანელების გაკვრა, ცენტრალური გათბობის, უმჯობესია იატაკის და ვენტილიაციის სისტემის დაყენება, სახურავზე მზის პანელების დამაგრება, კარ-ფანჯრის ჩასმისას სტანდარტების დაცვა მინის სისქესა და მინებს შორის გარკვეული დისტანციის დაცვა. ბუნებრივია ამ ყველაფრის ერთიანად გაკეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენზე მეტად ბევრად მეტად განვითარებული ქვეყნებშიც კი საჭირო ხდება სახელმწიფოს თანადგომა და სუბსიდირება, თუმცა უმეტეს ჩვენგანს ნამდვილად შეუძლია ნაწილობრივ გადასვლა ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე. საქართველოს ეკონომიკას ამ ეტაპისთვის არ შეუძლია სერიოზული სუბსიდირების გაწევა, აკრძალვები და ვალდებულებები ძალიან ხისტია და შესაძლოა უკუშედეგი გამოიწვიოს. თუმცა არსებობს დახმარების ალტერნატიული გზები. შესაძლებელია მწარბოებლებისთვის და იმპორტიორებისთვის გადასახადების შემცირება. იმპორტის და რიგ შემთხვევაში დღგ-ს გადასახადისგან სრული გათავისუფლება. დეველოპერი რომელიც სასტუმროს თუ საცხოვრებელ ბინას ენერგოეფექტური ბლოკით ააშენებს მიწის 1 ლარად გადაცემა, მოლაპარაკებებში დახმარება, კონსულტაციის გაწევა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი სოციალური რეკლამა.

საწყის ეტაპზე მართებული იქნება ყველაზე ცნობადი და ამასთანავე ყველაზე იაფით-ნათურით დაწყება. ინტერნეტში არაერთ სტატიას გადავაწყდებით რომელიც გვამცნობს, თუ რა საშიშია ეკონათურები, რომ არ ღირს თვეში 2-3 ლარის დაზოგვის გამო სიმსივნის წარმოქმნის რისკის გაზრდა, რომ თუ გატყდა ფაქტიურად საწამლავი გვაქვს ოთახში. ბოლო პუნქტი სიმართლეს შეესაბამება, ფლუროსცენტრული ნათურა შეიცავს ვერცხლისწყალს და გატეხვის შემთხვევაში აუცილებელია ოთახის განიავება, თუმცა ანალოგიური შეიძლება ითქვას ჩვეულებრივ სიცხის საზომ თერმომეტრზეც, რომელიც მხოლოდ გატეხვის შემთხვევაშია საშიში. მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა რადგან მოლოდინი არ გამართლდა. 30 ვატის სიმძლავრის ეკო ნათურამ დაპირებული 150 ვატის ნათურა ვერ ჩაანაცვლა, ის უბრალოდ „ბჟუტავდა.“ მიზეზი კი ის არის, რომ მისი ფასი შეადგენდა 2-2.5 ლარს და იყო გაურკვეველი წარმომავლობის. გასაგებია, რომ ცდუნება დიდია, მაგრამ რა აზრი აქვს ისეთ ეკონომიას, რომელიც ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს და უფრო მეტიც შესაძლოა ზიანიც მოგვიტანოს. ბრენდულ მაღაზიაშიც არაა მისვლა აუცილებელი, როცა თუნდაც ბაზრობაზე გარეგნულად და სიმძლავრით მსგავს 2 ნათურას ვხედავთ ერთის ფასი 2 ლარია ხოლო მეორის 7 გასაგები უნდა იყოს ყველაფერი. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ 30 ვატიანი 7 ლარიანი ნათურა უთანაბრდება 150 ვატიანს. 1 ოთახზე თვეში დანაზოგი 36 კილოვატია რაც ყველაზე მცირე ტარიფითაც კი თვეში 4.67 ლარს შეადგენს წელიწადში კი უკვე 56 ლარს. მას ემატება ისიც, რომ ჩვეულებრივი ვარვარის ნათურის მუშაობის ხანგძლივობა 1000 საათია, ფლუროსცენტრულის კი 6000. უფრო ახალია LED ნათურა, რომლის განათებაც ბუნებრივთან უფრო მეტად მიახლოებულია, უფრო მეტ ენერგიას ზოგავს და სიცოცხლის ხანგძლივობაც 50000 საათს აღწევს, ამასთან ერთად შესაძლებელია მისი შეკეთებაც. მაგრამ ფასიც მეტი აქვს, რაც უარყოფითად მოქმედებს მის გაყიდვაზე. თუმცა ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ LED ნათურების წარმოება საქართველომაც დაიწყო კერძოდ “AG microelectronics”-მა, რომელიც ამჟამად თვეში 20 000 ცალს უშვებს და წარმოების გაფართოებას გეგმავს. ერგია იხარჯება ოჯახებში განათებაზე. მინიმალური მაჩვენებელიც რომ ავიღოთ 1 ოჯახში 10 საათი მაინც ანთია ჯამში ყველა ნათურა ერთად. მინიმუმ 100 ვატიანი. წელიწადში 365000 ვატი. თავი რომ გავანებოთ LED სისტემას და შევცვალოთ მხოლოდ ფლუროსცენტრულით. დაიზოგება სულ ცოტა 75% ანუ 273750 ვატი, ანუ 273 კილოვატი. თუ ჩავთვლით რომ ყოველი ოჯახი თვეში 100 კილოვატამდე მოიხმარს რაც არ შეესაბამება სიმართლეს ამ შემთხვევაშიც კი დანაზოგი წელიწადში 35 ლარს აღემატება და ეს მხოლოდ განათებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ნათურაზე ენერგიის დაზოგვა ძალიან დიდია და ამასთან ღირებულება მცირე, უტოპიურად არ ჟღერს, რომ თითო აბონენტს თითო ნათურა გადაეცეს. გამომდინარე დღევანდელი ფასებიდან და შეკვეთის მასშტაბურობიდან პროექტის ღირებულება არ გადააჭარბებს 5-6 მილიონ ლარს. მოსაწონი იქნება თუ „თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“ და „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ გამოიჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას ამ ინიციატივის განხორციელებას საკუთარ თავზე აიღებენ.

ამხელა სხვაობას არ იძლევა, მაგრამ მაინც არსებობს განსხვავება სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. A კლასის მაცივარი საშუალოდ წელიწადში მოიხმარს 300-340 KW ენერგიას, მაშინ როცა A+ 285-315-ს. საშუალო დანაზოგი წელიწადში 80 კილოვატია ანუ მინიმუმ 10.4 ლარი. ქართულ ბაზარზე თითქმის აღარ არის B კლასი რომელიც უზომოდ დიდ ენერგიას მოიხმარდა 365-400 KW ასევე თავის ფასიდან გამომდინარე არ იქნება რელევანტური თუ A++ კლასსაც განვიხილავთ 225-240 KW საშუალო მოხმარება. გარდა იმისა, რომ LED ტელევიზორს პლაზმურთან შედარებით გაცილებით უკეთესი ჩვენება აქვს, ენერგიასაც მეტს ზოგავს. დიაგონალით 40 ინჩი პლაზმურის მოხმარება 140 ვატია ლედის ტიპის 90. ოჯახების უმრავლესობაში ტელევიზორი 6-7 საათი მაინც ჩაღულია თუ მეტი არა. ესეც წლიური 127 კილოვატი დანაზოგი, ანუ მინიმუმ 16.5 ლარი. გასათვალისწინებელია კიდევ 1 ფაქტიც რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს, ტელევიზორი მოცდის რეჟიმში, ჩართული გამოსახულების გარეშე მოიხმარს 10% იმ ენერგიისას რაც ესაჭიროება ნორმალური მოხმარების დროს. მთელ წელიწადზე გადაანგარიშებით 50-55 კილოვატია ესეც დამატებით 7 ლარი. თუ მხოლოდ დანახარჯ-სარგებლიანობის ანალიზს გავითვალისწინებთ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სიაში დამატება არ იქნება სწორი. სარეცხი მანქანა წელიწადის განმავლობაში იმ ინტენსიობით არ მუშაობს როგორც ტელევიზორი, კონდინციონერი ჯერ კიდევ არ აქვს ოჯახების უმრავლესობას, რაც შეეხება კომპიუტერს უმრავლესობას უკვე აქვს ლეპტოპი ნაცვლად სამაგიდე კომპიუტერისა. მხოლოდ ეს 3 ნივთიც კი ნათურა, ტელევიზორი, მაცივარი ოჯახს წელიწადში აზოგინებს მინიმუმ 67 ლარს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ 100 კილოვატამდე ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილი ხარჯავს. მეორე საფეხურის სატარიფო პოლიტიკით გამოდის 87.1 ლარი. გასაშაუალებული მინიმუმ 77-78 ლარია. საქართველოში 1 მილიონი ოჯახია. ჯამური დანაზოგი 77-78 მილიონი ლარი. ეს მხოლოდ შინამეურნეობებზე. ამ რიცხვს როგორც მინიმუმ გააორმაგებს თუ დავუმატებთ ოფისებს, ქარხნებს, გარე განათებებს. საბოლოო ჯამში მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყანას შეუძლია 1 სულ ცოტა 150 მილიონი ლარის დაზოგვა რაც მშპ-ს 0.5 პროცენტს შეადგენს. კილოვატსაათებში კი ეს 1.-1.3 მილიარდია დღევანდელი მოხმარების 10-12 პროცენტი.

დანაზოგის გაკეთება შესაძლებელია ბუნებრივ აირზეც. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი რესურსი და მთლიანად მზარდ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ბუნებრივი აირის თემა სულ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური დავის საგანიც კი გახდა. გასულ წელს იმპორტმა 419$ მილიონი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 4.42%) და საიმპორტო საქონელში მეოთხე ადგილი დაიკავა, წინა წლებში უცვლელი მესამე პოზიცია ეკავა. დაქვეითება C ჰეპატიტის პროგრამამ გამოიწვია რომელმაც თავის მხრივ სამკურნალო საშუალებების იმპორტი 1 წელიწადში 440$ მილიონით გაზარდა. იატაკის გათბობის სისტემა ძალიან დიდ დანახარჯს მოითხოვს, მაგრამ ჩვეულებრივი ცენტრალური გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია ენერგოეფექტური-კონდენსაციური ქვაბის ყიდვა, რაც ერთჯერადად ზრდის დანახარჯს, თუმცა შემდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს ყოველთვიურ გადასახადს. დაახლოებით 30%-ით. ასევე აუცილებელია ყოველ რადიატორზე თერმოსტატის დაყენება, რომელიც სასურველი ტემპერატურის მიღების შემთხვევაში გათიშავს მას. სახურავზე მზის კოლექტორის დამონტაჟებით ცხელი წყლის ეკონომია 80 პროცენტს აღწესვს და ზოგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც. ამასთან ერთად მცირედით, მაგრამ მაინც ეშველება გათბობის ხარჯს. ამ სამივე კომპონენტის გათვალისწინებით ზამთრის სეზონზე ეკონომია 40%-მდე აღწევს ხოლო ზაფხულში 65-70 პროცენტამდე. ორ მაქსიმუმ 3 წელიწადში ერთჯერადად ზედმეტად გადახდილი თანხა უკვე ამოღებულია.

უკვე აშენებულ სახლისთვის თბოიზოლაციის დაყენება ეკონომიურად გაუმართლებელია, მაგრამ ფანჯრების გამოცვლის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას რამდენიმე გარემოება. თბოიზოლაციისთვის რეკომენდებულია მინებს შორის მინიმუმ 12 მილიმეტრის დისტანციის დაცვა, ხოლო თავად მინის სისქე 4 მილიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. აღნიშნული პარამეტრების დაცვა გათბობის ხარჯებს 25%-ით ამცირებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება. ავტომობილების რიცხვი წლიდან-წლამდე იზრდება. ახალი ავტომობილი ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილია და ნაკლებ საწვავს საჭიროებს. ძველი ორმაგად მეტს ხარჯავს პროექტითაც ბევრია გათვალისწინებულია და გარდა ამისა უკვე მოშლილია. გასაგებია, რომ ვერ დავნერგავთ ევრო 5-ს, ანუ ვერ ავკრძალავთ 2010 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს, პრობლემებს შექმნის ევრო 4-იც 2005 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტიც, მაგრამ ეს ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია. დარეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობამ უკვე 1 მილიონს გადააჭარბა, ეს რიცხვი ცოტა ეჭვს იწვევს ფაქტიურად ყოველ 3.7 ადამიანს 1 ავტომობილი ჰყავს, გაჩერებულ და ჯართში ჩაბარებულ მანქანებს არ აღრიცხავენ, მაგრამ ამის მიუხედავადაც რიცხვი ძალიან დიდია. სტატისტიკა არცაა საჭირო თბილისში შუადღის მონაკვეთშიც კი გადატვირთულია მოძრაობა, პიკი საათებზე ლაპარაკიც აღარ ღირს. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი 90% კი 2004 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს უკავიათ. ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს და კიდევ ერთხელ აღარ გადაიდოს, ბუნებრივია ვერ დავამკვიდრებთ თავიდანვე გერმანულ ან იაპონურ სტანდარტებს, თუმცა უსაფრთხოების და ელემენტარული ეკოლოგიის ნორმები დაცული უნდა იყოს. ტექდათალიერება და იმპორტის შეზღუდვა გარკვეულწილად შეამცირებს ნავთობის მოხმარებას. 1 მაისიდან 0-6 წლამდე ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი ნახევრდება რაც მისასალმებელია. ელექტრომობილი კიდევ უფრო ეკონომიურია, თუმცა მისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, გზებზე დამტენების გაკეთება ძვირია. ასევე ძვირია ისეთი მოდელებიც რომლებიც ერთ დამუხტვაზე დიდ მანძილს გადიან „tesla model 3“ რომელსაც 320 კილომეტრის გავლა შეუძლია 35000$ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვების წილმა 60%-ით მოიმატა მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 0.1%-ს არ აღემატება, თუმცა 2040 წლისთვის 35%-მდე ზრდაა ნავარაუდევი. საქარელოში ელექტრომობილების შესახებ ზუსტი მონაცემები არაა ცნობილი, თუმცა მათი ოდენობა მინიმალურია. წლების მანძილზე საქართველო ახდენდა 900-950 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის იმპორტს და მუდამ პირველი ადგილი ეკავა, გასულ წელს ნავთობზე ფასების ვარდნის გამო ეს მაჩვენებელი 657 მილიონამდე დაეცა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით (გრძელვადიან პერსპექტივაში მეტროს ხაზის გაფართოებით და ტრამვაის ამოქმედებით), ჰიბრიდების, ელექტრომობილების, ველოსიპედების პოპულარიზაციით, ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვით შესაძლებელია ნავთობის იმპორტის 15-20 პროცენტით შემცირება რაც ნავთობის და დოლარის ამჟამინდელი ფასებიდან გამომდინარე 300 მილიონ ლარს უტოლდება.

საბოლოო ჯამში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ეტაპობრივი დანერგვით 10 წლის შემდგ ელექტროენერგიაზე, ნავთობზე და ბუნებრივ აირზე შესაძლებელია 700-750 მილიონი ლარის დაზოგვა წელიწადში. ეკონომიკა წლიურად 5%-ითაც რომ იზარდოს გასულ წელს ზრდა 2.8 იყო წელს 3 პროცენტია ნავარაუდევი. 10 წლის შემდეგ მიაღწევს 51.6 მილიარდ ლარს. ამ თანხისთვის კი 750 მილიონი 1.4%-ა. ამასთან ერთად შემცირდება ენერგოდამოკიდებულებაც.