აზერბაიჯანი-ირანის გაზის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი ირანთან „გაზის გაცვლის“ გეგმებს აჩქარებს

Administrator - 20.10.2016

9 სექტემბერი, 2016

აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები - ილჰამ ალიევი, ვლადიმერ პუტინი და ჰასან რუჰანი, 8 აგვისტოს ბაქოში ერთმანეთს შეხვდნენ და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათს ქვეყნებს ენერგორესურსებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაღრმავებას ავალდებულებს. კერძოდ, სამივე მხარემ პირობა დადო, რომ ითანამშრომლებდა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოების ძიებისას, გაიზიარებდნენ ტექნოლოგიას ენერგორესურსებისა და ტრანსპორტისათვის, და ასევე, მილსადენის ინფრასტრუქტურის ნედლეულის ტრანზიტისათვის ერთობლივ გამოყენებაზე. (President.az, 9 აგვისტო; Kremlin.ru, 8 აგვისტო).

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს ბუნებრივი აირის მიწოდებას ჩრდილოეთ ირანში აზერბაიჯანის გავლით, ირანის სამხრეთით გაზის გათხევადების ქარხნის აშენების ალბათობით, რათა მიიღოს საკმარისი თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ექსპორტისათვის. ნოვაკის თქმით, გაცვლის შემოთავაზებული გარიგებები დაეხმარება ირანის გაზის, მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სამხრეთიდან ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას (TASS, 8 აგვისტო; Natural Gas Europe, 11 აგვისტო). რუსეთი შეძლებს, ისარგებლოს აზერბაიჯანის სატრანზიტო სტატუსით ირანის ჩრდილოეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებით და, სანაცვლოდ, ირანის სამხრეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის აზიის მომგებიან ბაზრებზე გადაზიდვით. რუსული გაზის ტრანსპორტირება, ჩრდილოეთ ირანში აზერბაიჯანის გავლით, ასევე, შესაძლოა, მოხდეს გაზიმაგომედ-ასტარა-ბაინდი-ბიანდის (GABB) მილსადენით (Kommersant, 26 ოქტომბერი, 2015).

სახელმწიფო მეთაურობის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, მალევე განაცხადა ირანის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ამირ-ჰოსეინ ცამანინიამ, რომ ირანი თავის გაზს აზერბაიჯანის მიწისქვეშა გაზსაცავის (UGS) მოწყობილობაში შეინახავდა. აზერბაიჯანს მიწისქვეშა გაზსაცავის ორი მოწყობილობა (გარადა და გალმეცი) აქვს, რომელთა საერთო მოცულობაც არის 5 მილიარდი კუბური მეტრი (News,az. 13 აგვისტო). მანამდე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა, როვნად აბდულაევმა ასევე განაცხადა, რომ ”SOCAR-ი“ ირანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს გაზის გაცვლის ოპერაციებთან დაკავშირებით. 2015 წლის ივლისში, ირანში ვიზიტისას, აბდულაევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ინვესტიცია ჩადო მისი გაზსაცავის მოცულობის 800 მილიონი კუბური მეტრიდან 3.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გასაზრდელად. მან დასძინა, რომ მის ქვეყანას შეეძლო ირანის გაზის შენახვა თავის მიწისქვეშა გაზსაცავის მასიურ მოწყობილობაში (Report.az, 20 ივლისი, 2015). აზერბაიჯანი მუშაობს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის ნაგებობისა და ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე, ისევე, როგორც ახალი გაზის ჭაბურღილების დაგეგმარებაზე.

ამჟამად, აზერბაიჯანის მიწისქვეშა გაზსაცავის ორ ნაგებობას, ირანული გაზის 2 მილიარდი კუბური მეტრის შენახვა შეუძლია, მაშინ, როდესაც ირანის ბუნებრივი გაზის წარმოება, ზაფხულში, სიჭარბეზე მეტყველებს. ირანს ამ გაზის უკან დაბრუნება შეეძლება ზამთარში, როდესაც მისი გაზის წარმოება შიდა მოხმარებას ვერ დააკმაყოფილებს (Today.az 11 აგვისტო). თუმცა,”SOCAR-ის” უცნობი წყაროს მიხედვით: „ეს საცავები „ნამდვილად“ შეიძლება, იქნეს გამოყენებული, რადგანაც არ არსებობს ფიზიკური საშუალებები ირანული გაზის მიწოდებისა და ბაქოსთან ახლოს მიწისქვეშა გაზსაცავებში ჩატუმბვისა. მაგრამ აზერბაიჯანს შეუძლია თავისი დამატებითი გაზის საცავში ჩატუმბვა და ირანის ჩრდილოეთ რეგიონისთვის მიწოდება ზამთარში, როდესაც ისინი განიცდიან გაზის დეფიციტს. ირანი გაზის იმავე რაოდენობას მიაწვდის აზერბაიჯანის სამხრეთ რეგიონებს [...] და ნახიჭევანს [ზაფხულში]“ (Natural Gas Europe, 11 აგვისტო).

აზერბაიჯანს, ასევე, შეეძლო გაზით მომარაგების გაზრდა ”GABB-ის” გაზსადენის მეშვეობით (გამოიყენება ბუნებრივი აირის მიწოდების გაცვლისთვის აზერბაიჯანიდან ირანში, აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკის ირანული გაზით უზრუნველყოფის სანაცვლოდ) ირანის ჩრდილოეთ რეგიონებში. სამაგიეროდ, ირანს შეუძლია სპარსეთის ყურიდან თხევადი ბუნებრივი აირის სახით გაიტანოს თავისი გაზი, როგორც აზერბაიჯანული (Caspiania.org, 22 ივლისი, 2015). ამის გამო, აზერბაიჯანმა ააგო საკომპრესორო სადგური ასტარას რაიონში, ირანის საზღვართან, რათა გაზარდოს გაზის მიწოდება ნახჭევანისთვის და ექსპორტი ირანში (Haqqin.az, 20 ივლისი, 2015).

2015 წელს, აზერბაიჯანში ირანის ელჩმა, მოჰსენ პაკ აიენმა განაცხადა: „აზერბაიჯანს შეუძლია, ინვესტიცია ჩადოს ირანის ნავთობისა და გაზის სფეროებში სპარსეთის ყურეში და ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ აზერბაიჯანული გაზის სატრანსპორტო პოტენციალი მესამე სამყაროს ქვეყნებში ჩვენი ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებით გაცვლისა და თანამშრომლობის მეშვეობით. თეირანი მზადაა, კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის სფეროების ერთობლივი განვითარებისათვის“ (Caspian Barrel, 5 აგვისტო, 2015). კასპიის ზღვის ირანის სექტორი ბუნებრივი აირის დიდ მარაგს ფლობს. თუმცა, ეს მარაგები კასპიის ყველაზე ღმა წერტილში მდებარეობს და ირანს არ აქვს ამოსაღებად საჭირო განვითარებული ტექნოლოგია (Payvand.com, 5 მარტი, 2015). აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, აქვს საჭირო ტექნოლოგიები და გამოცდილება, რომლითაც ირანს შეუძლია სარგებლობა.

აზერბაიჯანს, ასევე, შეუძლია ირანის კასპიის გაზის ტრანსპორტირება საკუთარი ტერიტორიის გავლით, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ”GABB-ის“ მილსადენის მეშვეობით, საპირისპირო ნაკადით და აზერბაიჯანში, სამხრეთ კავკასიის მილსადენში (SCP) შეყვანით, შემდეგ კი საქართველოში გაგრძელებით.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ნატიკ აბასოვმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი განიხილავს ირანული გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობას თავისი ტერიტორიიდან ევროპაში ირანის ტრანს-ანატოლიის გაზსადენის [TANAP-ამჟამად შენდება] პროექტში მონაწილეობის მეშვეობით“ (Trend, 29 აგვისტო). ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP) ერთად, რომელიც ბალკანეთში აშენდება, TANAP-ისა და SCP-ის კავშირი შექმნის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომელიც კასპიის აუზის ბუნებრივ აირს ევროპის ბაზრებს მიაწვდის.

”SOCAR-მა” ადრე გამოთქვა ინტერესი რუსეთის გაზპრომიდან, დაახლოებით, 3-5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული გაზი დაეხმარება გაზის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებაში, ხოლო ”SOCAR-ის” ასოცირებული გაზი ხელახლა შევა ნავთობის რეზერვუარებში ნავთობის მდგრადი წარმოების შესანარჩუნებლად. გარკვეულ რაოდენობას გამოიყენებენ აზერბაიჯანის მიწისქვეშა გაზსაცავის ნაგებობის მოცულობის შესამოწმებლად (Azernew.az, 12 მაისი; ბუნებრივი გაზი ევროპაში, 12 თებერვალი). 2015 წლის სექტემბერში SOCAR-ი გაზპრომს შეუთანხმდა, რომ მოახდენდა რუსული გაზის 2 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს დროებითი გაცვლებისთვის, რათა შეინახოს თავის მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვუარებში და შემდეგ უკან მიაწოდოს რუსეთის სამხრეთ რეგიონებს, 2017 წელს (Trend, 17 სექტემბერი, 2015). ამასთან, ”SOCAR-ის” პრეზიდენტმა აბდულაევმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მისი კომპანია მოლაპარაკებებს აწრმოებს ირანთან სამრეწველო გაზის შეძენასთან დაკავშირებით, რათა შეავსოს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავების ნაგებობები, რადგანაც კომპანიას არ მოსწონს „გაზპრომის“ გაზის იმპორტის პირობები (Trend, 5 სექტემბერი).

რეალურად, აზერბაიჯანის გაზსაცავის ადგილები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსეთ-ირანის გაზის გაცვლის გარიგებისთვისაც. კერძოდ, აზერბაიჯანს შეუძლია, შეინახოს რუსული გაზი თავის მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობილობებში და მიაწოდოს ჩრდილოეთ ირანს ან მუდმივად, ან ზამთარში. თუმცა, რუსული გაზის მიწოდებამ ჩრდილოეთ ირანისთვის (ან გაცვლის გარიგებით ან GABB-ის მილსადენით) შესაძლოა, შეაფერხოს გაცვლის გარიგება აზერბაიჯანსა და ირანს შორის. ამან, თავის მხრივ, იმავე რეგიონში შესაძლოა, შეამციროს აზერბაიჯანის გაზის რეგულარული მიწოდების მნიშვნელობა, რომელიც ხორციელდება გაცვლით ფორმატში ირანული გაზის ნახჭევანისთვის მისაწოდებლად.


ავტორი: ილგარ გურბანოვი