როგორ გავაძლიეროთ დასუსტებული პოლიტიკა

Administrator - 25.12.2016

20 სექტემბერი, 2016

საუბარი ჯონათან ტეპერმენთან

ჯონათან ტეპერმენმა, “Foreign Affairs-ის“ აღმასრულებელმა რედაქტორმა, გამოსცა ახალი წიგნი, სახელწოდებით: „განსაზღვრა: როგორ გადარჩნენ და მიაღწიონ წარმატება ერებმა დაკნინებულ მსოფლიოში“.

ტეპერმენი განიხილავს ათ ადგილს მსოფლიოში, სადაც მთავრობები, ერთი შეხედვით, მოუგვარებელი პრობლემების წინაშე იყვნენ და შეძლეს მათი მოგვარება - ბრაზილიაში უკიდურესი სიღატაკის აღმოფხვრიდან, კანადაში იმიგრაციის რეფორმირებისა და სინგაპურში კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით. თავდაპირველი ანგარიშების ძირითად მოთამაშეებთან ინტერვიუებისა და ექსპერტების ანალიზების მეშვეობით, ტეპერმენი გვიჩვენებს, თუ როგორ აითვისეს მმართველებმა თამამი რეფორმები და როგორ აიღეს საკუთარ თავზე პოლიტიკური რისკი შედეგების მისაღწევად. მან წიგნის შესახებ ისაუბრა “Foreign Affairs-ის“ მმართველი რედაქტორის მოადგილესთან, ჯასტინ ვოგთან.

არსებითად, ეს არის წიგნი კარგი მმართველობის შესახებ. ეს არის მთავრობების ისტორიების კრებული, რომლებიც დიდი გამოწვევების წინაშე იყვნენ და მოაგვარეს პოლიტიკური პროცესების მეშვეობით. ეს ეწინააღმდეგება ყველაზე თანამედროვე შეხედულებას ხელისუფლებასა და პოლიტიკაზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დისფუნქციაზე, კორუფციაზე, არაკომპეტენტურობასა და სახელმწიფო დაწესებულებების წარუმატებლობაზე. ხომ არ განიზრახეთ წიგნის გამოცემა მთავრობის ან პოლიტიკის დასაცავად მაშინ, როდესაც ჩანს, რომ ყველას სძულს ისინი?

ეს წიგნი განკუთვნილია ორი რამის უარსაყოფად, ან ორ რამეზე პასუხის გასაცემად:

პირველი - გადაჭარბებული კონსენსუსი, რომ ეს არის მსოფლიოს საშინლად დაკნინების პერიოდი, რასაც ვხედავ მედიაში და რაც მუდმივად გვესმის ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისაგან. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ასეთ დასკვნამდე მივიდეს ვინმე, მაგრამ არასდროს მიგრძნია, რომ ეს სწორია. მე უარვყოფდი მას ერთგვარ ინტუიციურ დონეზე. ასე რომ, წიგნი დავიწყე მოსაზრებით, რომ ეს კონსენსუსი იყო არასწორი და შემდეგ ჩემი ინტუიციის დასაბუთებაზე გადავედი. საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ჩემი ინტუიციის მხარდასაჭერად, უამრავი მტკიცებულების მოპოვება შევძელი.

ამას მივყავარ თქვენს კითხვაზე, ჩემი პასუხის მეორე ნაწილამდე. მე მინდა ვფიქრობდე, რომ არ ვარ ის, ვისაც ყოველთვის კარგის იმედი აქვს. თუმცა კი, ყოველთვის მაღიზიანებდა ჩვენი კოლეგების ტენდეცია, უყურონ მხოლოდ პრობლემებს. რა თქმა უნდა, არსებობს კლიშე, რომ „რაც უფრო შემზარავია, ის არის პირველ ადგილზე“ (If it bleeds it leads). ასე ხდება ახალი ამბების ბიზნესში, მაგრამ გარკვეულწილად, პოლიტიკის ანალიზშიც. ან, სულ მცირე, არის არა პრობლემებსა და კრიტიკაზე ფოკუსირების ტენდენცია, არამედ - არა პრობლემის გადაწყვეტაზე. ზუსტად არ ვიცი, რატომ ხდება ასე.

მგონია, რომ ჩვენს ბიზნესში ხალხს აქვს ტენდენცია, თქვას: „კარგი, არსებობს პრობლემა, რომლის შესახებაც ყველამ იცის. მაგრამ ამ პრობლემის არსებობის რეალური მიზეზი არის ის, რის შესახებაც თქვენ არ იცით და მე გეტყვით ყველაფერს, რა არის ნამდვილი მიზეზი“. მაგრამ ამას იშვიათად მოსდევს შემდეგი ფრაზა: „და აქ არის გამოსავალი, სადამდეც „ნამდვილი“ მიზეზის ცოდნას მივყავართ“.

ვფიქრობ, ეს ასეა. და ვფიქრობ, რომ პრობლემა არის პასუხების პოვნის სირთულე, რომელსაც არამყარ ტერიტორიაზე მივყავართ, ამის გამო კი ბევრი მწერალი არ გრძნობს თავს კომფორტულად. ინტუიციის ხსენებისას ვახსენე გაღიზიანების გრძნობა ჩვენს სფეროში არსებულ ლიტერატურასთან დაკავშირებით, რომელიც ან არ პასუხობს კითხვებს და არ ეძებს გადაწყვეტილებებს, ან, როდესაც ასე იქცევა, მას წარმოადგენს აბსტრაქციის უმაღლეს დონეზე. მე, როგორც მწერალმა, ჩემი კარიერა გავატარე არა ხელისუფლებაში, არამედ - საგარეო პოლიტიკაში. არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ვცდილობ პატიოსნების შენარჩუნებას და ვაიძულებ ჩემს თავს, ვიფიქრო: „მაშ ასე, მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, რეალურად რას მოვიმოქმედებდი ამასთან დაკავშირებით?“ რადგანაც ვფიქრობ, უხერხულია, იდგე მაყურებლის ადგილას და შარს სდებდე. ვფიქრობ, ინტელექტუალურად უფრო პატიოსანი მიდგომა არის ფიქრი, „კარგი, თუ პოლიტიკა არ ვარგა, მაშინ რა უნდა მოვიმოქმედოთ მასთან დაკავშირებით?“

მაგრამ წიგნში თქვენ არ აცხადებთ, რომ მიაგენით რაიმე სახის საიდუმლო რეცეპტს, რომელიც ხელისუფლების ყველა პრობლემას მოაგვარებს, - ეს არ ჰგავს „ძალზე ეფექტური ხელისუფლების შვიდ ჩვევას“.

არა, მე წერა არ დამიწყია თეორიის გაერთიანებული ველით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოაგვარო პრობლემები ხელისუფლებაში, ან რა განასხვავებს წარმატებულ და წარუმატებელ ქვეყნებს. ყოველი ხელისუფლება უაღრესად თავისებურია და მათ წინაშე არსებული პრობლემებიც უნიკალურია. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ არსებობს ზოგადი წესები, რომლის ჩამოყალიბებაც შესაძლებელია, თუ ყველა ამ ამბავს ერთად მოვუყრით თავს. თქვენ დაინახავთ მსგავსებას - თანამდებობის პირებისა და ლიდერების მიდრეკილებას სასტიკი პრაგმატიზმისკენ, პრობლემაზე პასუხის პოვნის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის, მზადყოფნა, რომ მოიპარონ საუკეთესო გადაწყვეტილება ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი შესაძლებელია პოვნა და შემდეგ მათი გამოყენება, შეესაბამება, თუ არა ის პარტიასა და მათს იდეოლოგიას.

წიგნის ერთ-ერთი გმირი არის მაიკლ ბლუმბერგი (ნიუ-იორკის ყოფილი მერი): ერთი თავი ეხება მის პასუხს ფედერალური მთავრობის მარცხზე, შეენარჩუნებინათ ქალაქში უსაფრთხოება 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ. მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ მითხრა, რომ ბლუმბერგის ძირითადი მიდგომა იყო შემდეგნაირი, „მოიქეცი სწორად და შემდეგ სხვა დანარჩენ სისულელეებზე არ იდარდო“. სწორედ ასე იქცევა ამ წიგნში ნახსენები ყველა ლიდერი.

ეს საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ბლუმბერგი გამოირჩეოდა არატრადიციული პოლიტიკური მოქმედებებით საკუთარი დამოუკიდებელი სიმდიდრის გამო.

მართალია. აგრეთვე, დავამატებდი იმასაც, რომ საკმარისი არ არის, უბრალოდ, პოლიტიკის შემუშავების პროცესის დაუფლება: კიდევ ერთი რამ, რაც წიგნში მოცემულ ყველა ლიდერს აერთიანებს, არის ის, რომ მათ ათვისებული აქვთ როგორც პოლიტიკის, ისე პოლიტიკური მხარე. მათ ჰქონდათ ეს ტექნოკრატიული მხარე, მაგრამ შემდეგ შეძლეს პოლიტიკური პროცესით წარმატებულად მანიპულირება პრობლემის დასაძლევად და ასამუშავებლად. ასე რომ, სავარაუდოდ, ეს თავსატეხის არსებითი ნაწილია, თუ თქვენ ფილოსოფოსი მეფე არ ხართ.

თქვენი ძირითადი რჩევა არის ერთგვარი იდეოლოგიური სიწმინდის წარმოება, პრაგმატულობა, რეალისტობა და კომპრომისისათვის მზადყოფნა: ეს არის ტექნოკრატიული კეთილგონიერებისათვის ერთგვარი გამართლება. მაგრამ ახლა ჩვენ ამ პოპულისტური მომენტის შუაგულში ვიმყოფებით: განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამომრჩეველი, ისტებლიშმენტისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოდის, ასე რომ, როგორც ჩანს, გართულდება თქვენი ამბების გულში მყოფი შეთანხმებებისა და კომპრომისებისათვის მხარდაჭერის მოპოვება.

მე ნამდვილად არ ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ადამიანთა პოპულიზმი გამოიწვია მთავრობის მუდმივი მარცხის თანმდევმა იმედგაცრუებამ, გაუმკლავდნენ რიგითი ადამიანების წინაშე არსებულ პრობლემებს და შეასრულონ საარჩევნო დაპირებები. ამ თვალსაზრისით, პრობლემის პრაგმატული გადაჭრის გამო ხალხმა მთლიანად ჩაიქნია ხელი პოლიტიკაზე. ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ თუ პოლიტიკოსები კვლავ მიმართავენ პრობლემის პრაგმატულად გადაჭრის ხერხს, პოპულიზმი გაქრება? არ ვიცი, ამის პირობას ვერ დავდებ. წიგნში აღვნიშნე კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ნამდვილად სარისკო დიდი ცვლილებები, განსაკუთრებით სტრუქტურული რეფორმები. და ლიდერები იშვიათად ცდიან მათ გვიანი შედეგის გამო. შედეგი არ არის დაუყოვნებელი, და მოკლე საარჩევნო ციკლით გათვალისწინებული, ინდივიდუალურმა პოლიტიკოსმა, შესაძლოა, სარგებელი ვერ მიიღოს.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც განვიხილავ, არის მექსიკაში, სადაც მოქმედი პრეზიდენტი, ენრიკე პენა ნიეტო, ცდილობდა ქვეყნის სამ მთავარ პარტიას შორის არსებული მწვავე ომის დიდი ხნის ტრადიციის გაუქმებას. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ მექსიკის პრეზიდენტები მხოლოდ ერთი ვადით მოდიან. ასე რომ, მათ არ აწუხებთ ხელახალი არჩევნები.

წიგნში არის უამრავი სხვა შემთხვევა, სადაც პოლიტიკოსებმა ბევრი რამ შეცვალეს, გადარჩნენ და დიდ წარმატებას მიაღწიეს - ისინი ხელახლა აირჩიეს. მათ შორის არიან ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან: ბლუმბერგი - იგი ორჯერ აირჩიეს. აგრეთვე (ლუის ინასიუ), ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც 2010 წელს თანამდებობა დატოვა, როგორც ყველაზე პოპულარულმა პოლიტიკოსმა ბრაზილიის ისტორიაში - მას 87% უჭერდა მხარს. ობამამ მას მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი უწოდა. ეს არის კაცი, რომელიც იყო როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ისე მსოფლიოს სოციალური ფორუმის ვარსკვლავი, რასაც დიდი მოხერხება სჭირდება. მან დაამტკიცა, რომ შესაძლებელია თამამი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ზოგჯერ ამომრჩევლებს მოულოდნელი ხერხებით უნდა ემსახურო.

ლულა იყო მემარცხენე ადამიანი, რომელმაც იპოვა კლასიკური ნეოლიბერალური გამოსავალი ბრაზილიაში არსებული სიღარიბისათვის - ოჯახის დახმარების პროგრამა - რომელიც უმკლავდებოდა სიღარიბესა და უთანასწორობას, ფულის პირდაპირ ღარიბისთვის გადაცემით და არა მისთვის საქონლის ან პროფესიის შესწავლით ან მსგავსი რამეებით.

ნაღდი ფული

მართალია - უბრალოდ, ნაღდი ფული. მაგრამ იყო პირობებიც: მიმღებს უნდა უზრუნველეყო თავისი შვილების სკოლაში ყოფნა, უნდა გამხდარიყვნენ იმუნიზირებული, წასულიყვნენ ექიმთან და ა.შ. ასე რომ, პროგრამა მნიშვნელოვნად ცვლიდა ღარიბი ხალხის ცხოვრებას, მაგრამ ბრაზილიაში კონსერვატორებისათვის წაყენებული პირობებით, ეს არ იყო უბრალოდ მოწყალება. ღარიბი ხალხისათვის ნაღდი ფულის გადაცემით, ბრაზილიის ბაზრიდან მანამდე გაძევებულები დაბრუნდნენ და გახდნენ მომხმარებელნი და მყიდველნი, რამაც დიდი კეთილდღეობა მოუტანა ბრაზილიის ეკონომიკას. მართლაც, ეკონომისტებმა დაადგინეს, რომ „ოჯახის დახმარების პროგრამის“ ნამრავლი ზემოქმედება იყო 1.7, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლების დანახარჯით, ეკონომიკამ 1.7 რეალური სარგებელი ნახა.

კიდევ ერთი სტრატეგია, რომელსაც წიგნში ნახსენები ლიდერები იყენებდნენ, არის დაკმაყოფილების ხელოვნება - მისცე რაიმე უამრავ სხვადასხვა ამომრჩეველს და დარწმუნდე, რომ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებმა მიიღეს სასურველის ნაწილი, ამავდროულად, სიფრთხილით უნდა უზრუნველყო, რომ არავინ მიიღოს ყველაფერი, რაც სურს, რადგანაც ეს აუცილებლად გამორიცხავს ამ საზოგადოების სხვა სეგმენტებს. ხოლო ასე მოქცევის შემთხვევაში, იღებ რთულ/ბინძურ გადაწყვეტილებებს. მაგრამ არცერთი ეს ლიდერი არ გრძნობდა დისკომფორტს. ეს იყო ხალხი, ვინც არ უშვებდა, რომ სრულყოფილება ყოფილიყო კარგის მტერი.

ბოლო რამ, რასაც თქვენ კითხვაზე ვიტყვი, არის ის, რომ წიგნში არსებული გადაწყვეტილებები მიიღეს კონკრეტული განხილული ადგილებისათვის ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის დროს. უკიდურესი შემთხვევები განაპირობებს გარკვეულ მოქმედებებს: პირველ რიგში, ხალხის გონება უფრო კონცენტრირებული ხდება, და მეორე, სიტუაციის უკიდურესობა ანგრევს ბევრ დაბრკოლებას, რომლებიც ბლოკავდა რეფორმებს. ასე რომ, პოლიტიკოსები, პარტიები და საზოგადოებებიც კი, რომლებიც, ჩვეულებრივ არ დათანხმდებოდნენ რადიკალურ, იდეოლოგიის დამრღვევ გადაწყვეტილებებს, ეთანხმებიან მას სასოწარკვეთის გამო.

მაგრამ ამან, შესაძლოა, სხვა გზითაც წაგვიყვანოს, არა? შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე ცუდი სახის გადაწყვეტილებები.

რა თქმა უნდა: მე არ ვამბობ, რომ ქვეყნებმა საკუთარი თავი კრიზისში უნდა ჩაიყენონ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ შეგვიძლია, იმედი გვქონდეს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ როდესაც ყველაფერი უკიდურესად ცუდად არის, გადაწყვეტილებების მიიღება და განხორციელება შესაძლებელია.

თქვენ გაქვთ უმაღლესი დონის წვდომა სახელმწიფოს მეთაურებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მთელ მსოფლიოში. ყველა სახელმწიფო მეთაურს შორის, ვისაც კი შეხვედრიხართ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა პირადად თქვენზე?

ბევრმა ლიდერმა, ვისთანაც კი ინტერვიუ მქონია, ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება ჩემზე თავისი ინტელექტით, ერთგულებით, საზრიანობით, ტექნოკრატიული ექპერტიზით. თუმცა ხშირად, პოლიტიკური გენიალობა არ აიხსნება კულტურისა და ენის მასშტაბებით. ყველაზე ცხადად, ასე არ მოხდა ლულასთან, რომელმაც სრულიად განმაცვიფრა ინტერვიუს დროს. მე ვესაუბრე მას 2014 წელს და მას შემდეგ უამრავ გაურკვევლობაში გაეხვა კორუფციისადმი ჩვეულებრივი გულგრილობის გამო - რაც მუდმივად გადაუჭრელი საკითხი იყო მის დროს. მაგრამ მასთან ყოფნისას, დამეუფლა გრძნობა, რომ ვიმყოფებოდი მსოფლიოს ისტორიულ პოლიტიკურ გენიოსთან ერთად. ლულას აქვს ლინდონ ჯონსონის უნარი, გამოიყენოს ყველა თავისი ინსტრუმენტი, მათ შორის, საკუთარი სხეული, საკუთარი თანამოსაუბრეების დასატყვევებლად და განსაცვიფრებლად. და სხვათა შორის, დამთხვევა არ არის, რომ ლინდონ ჯონსონი არის მისი ერთ-ერთი გმირი (ის, ვინც ლულამ ძალიან კარგად შეისწავლა). მას არ შევუყვანივარ აბაზანაში და არ აუწევია პერანგი აპენდექტომის ნაჭრილობევის საჩვენებლად, მაგრამ ჩვენი ინტერვიუს მსვლელობისას, ერთმანეთის გვერდით ვისხედით და ჩემი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა მხარზე ხელის დადებით, შემდეგ კი მკლავში ჩამავლო ხელი და ნაზად იჭერდა ხელს საუბრისას. ბოლოს, ჩვენ ვისხედით და ხელები გვქონდა ჩაკიდებული. ვხედავდი, რაც ხდებოდა, მაგრამ მე იმდენად დამაბნია ამან, რომ არ ვიცოდი, როგორ მეპასუხა. მე ეს მიზიდავდა და ამავდროულად, ანტიპათიასაც განვიცდიდი.

რომ შეგეძლოს, რომელ სახელმწიფოს მეთაურს აიძულებდით ამ წიგნის წაკითხვას? ამ კითხვის შემდეგნაირად დასმაც შეიძლება: რომელი ქვეყანა არის რთული, მაგრამ მოგვარებადი პრობლემის წინაშე, რომლის გადაჭრაც შეიძლება შემოქმედებითი, მოქნილი, პრაგმატული მიდგომით?

როგორც “Foreign Affairs-ის“ მმართველმა რედაქტორმა, ამ კითხვას არ უნდა ვუპასუხო, თუმცა გეტყვით, რომ ეს არის აშშ. ამჟამად ამერიკა წიგნში აღწერილი უამრავი პრობლემის წინაშეა: წარუმატებლობა საემიგრაციო რეფორმის განხორციელებაში, პოლიტიკურად გამოუვალი სიტუაცია, ბევრ დონეზე არსებული კორუფცია. და ეს ყველა თვითდამაზიანებელი პრობლემაა. ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ნამდვილად ცუდად გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს არ შეხედავ. და ეს იმიტომ, რომ ქვეყანას კვლავ აქვს უამრავი აქტივები, რომელთა გამოც სხვა ქვეყნები დაიხოცებოდნენ. იქნება ეს ძალიან განათლებული მოსახლეობა, მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტები თუ ეკონომიკა, რომელიც ნებისმიერ სხვა ქვეყნისაზე ინოვაციურია. უფრო მეტი ხარჯები სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაზე, უსაზღვრო ბუნებრივი რესურსები...

არ დაგავიწყდეთ მასიური სამხედრო ძალა.

და ოკეანე ორივე მხარეს. ჩრდილოეთით კანადა, სამხრეთით კი მექსიკა: შეერთებული შტატები ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სამეზობლოში. ბისმარკს ეკუთვნის ცნობილი ციტატა: „ღმერთი უღიმის ალკოჰოლიკებსა და ამერიკელებს“. მაგრამ შეიცვალა ის, რომ ახლა, როგორც ჩანს, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რასაც შეუძლია ამ წარმოუდგენელი აქტივების გაფლანგვა. ასე რომ, თუ შემეძლება, ვინმეს ვაიძულო ამ წიგნის წაკითხვა, ავირჩევდი მთელ პოლიტიკურ კლასს ამ ქვეყანაში, ან, სულ მცირე, გარკვეული პარტიების ლიდერებს - თუმცა ვეჭვობ, რომ ორი პარტიიდან ერთ კანდიდატს არ დააინტერესებს შეტყობინება, რომლის მიწოდებაც მე მსურს.

ყველაზე მეტად, რაც ახლა მაღელვებს, არის ის, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ბოლო წლებში, რომ თანდათანობით უფრო და უფრო ართულებს ქვეყნის სწორ გზაზე დადგომას. ორი აზრი, რომელიც იბადება, არის კონგრესის რაიონების გადანაწილება არჩევნებში მოცემული პარტიისთვის ხელსაყრელი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით და ფული პოლიტიკაში. და მიზეზი, რის გამოც ამ კითხვაზე პასუხისას ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუბრუნდები, არის ის, რომ, ის არის ქვეყანა, რომელშიც, ვფიქრობ, რომ ე.წ. „შეკეთება“ ძალიან კარგად იმუშავებს. ქვეყანა იმდენად წარმატებულია და მზად არის, კიდევ ერთხელ იყოს წარმატებული - მხოლოდ ჩვენ თუ შევაჩერებთ საკუთარი თავებისათვის ზიანის მიყენებას.