დოლარის გამყარება მოკლევადიან დახმარებას უწევს ტრამპის პრობიზნესურ პლატფორმას

Administrator - 04.01.2017

7 დეკემბერი, 2016

ტრამპის გამარჯვებისთანავე, საერთაშორისო ბაზრებზე, დოლარის ღირებულება, მხოლოდ ერთი, ნოემბრის თვის პერიოდში, 3.5%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსების უმრავლესობა, რომლებიც არ ელოდნენ ტრამპის გამარჯვებას, ამტკიცებდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში, დოლარის კურსი დაეცემოდა. დოლარის კურსის დე ფაქტო ზრდა, არის დამატებითი მტკიცებულება, რომ პროგნოზები და გამოკითხვები არ არის სანდო. დოლარის გამყარება იწვევს კითხვებს, რატომ ხდება ეს და რას ნიშნავს ეკონომიკის მომავლისათვის.

გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტებთან - ეს არის დოლარის ფასი. თუ უცხოურ იურიდიულ პირს სურს ამერიკული პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური აქტივების შეძენა, ჯერ დოლარი უნდა იყიდოს და მაღალი გაცვლითი კურსი აჩვენებს, რომ დოლარზე მოთხოვნა იზრდება.

ცნობილია, რომ ძნელია, იწინასწარმეტყველო მოსალოდნელი სავალუტო კურსი, რამდენადაც, ის დამოკიდებულია მოლოდინებზე. ეს სიმართლეა, განსაკუთრებით, ორმხრივ საფუძველზე, როგორიცაა დოლარის კურსი იენთან, რადგან ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყნების რა ცვლილებები აისახება მასზე. უფრო მნიშვნელოვანი მოდელია რომელიმე ვალუტის გაცვლით კურსზე დაკვირვება მის სავაჭრო პარტნიორებთან.

ტრამპის არჩევის დღეს, ინვესტორები ელოდნენ ფინანსურ რყევებს მისი ზოგიერთი გამონათქვამისა და წინასაარჩევნო დაპირების გამო და ამიტომ, თავდაპირველად, დოლარი გაუფასურდა. ინვესტორებმა მალევე მიაქციეს ყურადღება მის ეკონომიკურ პოლიტიკას, თუ რას შეიძლება, ნიშნავდეს იგი აშშ-ში ინვესტიციებისთვის. ტრამპი ბიზნესს დაჰპირდა გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებასა და უფრო ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას, რამაც უნდა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის სესხის მოცულობა. ეს ყველაფერი კარგი სიახლეა კაპიტალის მფლობელებისათვის, ასევე, საინვესტიციო ფონდებისთვის, რომლებიც კაპიტალს აშშ-ში აბანდებენ და ამით დოლარის გამყარებას უწყობენ ხელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების განხილვა გრძელვადიან პერსპექტივაში მაშინ, როცა დოლარი განუხრელად მყარდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რამაც 2011 წლიდან დღემდე - 30% შეადგინა. ამ პერიოდის მანძილზე, აშშ იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მსოფლიო ეკონომიკაში.

ისტორიული ნორმის ქვემოთ უმუშევრობითა და კორპორაციების სარეკორდო დონის მოგებით, გერმანია მზადაა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, ფინანსური კაპიტალი გადამისამართებულია დოლარის აქტივებში. ეს არის გადაწყვეტილება გლობალური ინვესტორებისთვის, რომ შტატებმა დაასრულა თავისი აღდგენის ხანგრძლივი პერიოდი ფინანსური კრიზისის შემდეგ და ნორმალური მდგომარეობის ზღვარზეა. ინვესტორებს, როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე ტრამპის ყველაზე რადიკალური წინასაარჩევნო გამონათქვამები შეუძლიათ, გვერდზე გასწიონ და რომ მისი არჩევა, გადასახადების შემცირებისა და სხვა პრობიზნესური პოლიტიკის ინიცირებაა.

რას ნიშნავს დოლარის გამყარება აშშ-ის ეკონომიკისათვის?

პირველ რიგში, - ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ სად ხარ, სად არის შენი ადგილი: დოლარის მაღალი ფასი, - კარგია მომხმარებლებისთვის, ეს მომგებიანი პერიოდია საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, ასევე, უცხოური წარმოების საქონლის შესაძენად მათი ფასი საგრძნობლად შემცირდა. იმპორტული საქონლის გაიაფებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდას. მეორე მხრივ, მათთვის, ვინც ექსპორტზე მუშაობს, ამერიკულ პროდუქციაზე ფასების ზრდას ექნება ექსპორტის შემცირების ტენდენცია და იქნება ზეწოლა წარმოების ზრდაზე საზღვარგარეთ.

მეორე რიგში - მაგალითად ვაჭრობისათვის, მნიშვნელოვანია რეალურ ინფლაციაზე ფოკუსირება, რადგან ბევრი ქვეყნისათვის, ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, შიდაინფლაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ისა და ჩინეთის შედარებისას. ჩინეთში, ინფლაციის გათვალისწინებით დაკორექტირებული გაცვლითი კურსი, კიდევ უფრო გამყარდა, ვიდრე აშშ-ში ბოლო ათწლეულის მანძილზე.

ბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ გაცვლით კურსზე სავაჭრო ნაკადების რეაქცია გაგრძელდება რამდენიმე წლის მანძილზე, რამდენადაც ექსპორტიორებიც და იმპორტიორებიც ელოდებიან, დარწმუნდნენ, რომ იგი გაუძლებს და იქნება სტაბილური. აშშ ვაჭრობის ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ეს 2-3 წელი გაგრძელდება.

ამ კვლევებს, ასევე, მივყავართ დასკვნამდე, რომ დოლარის კურსის 10%-იანი მატება, გრძელვადიან პერსპექტივაში დეფიციტს გამოიწვევს აშშ-ის სავაჭრო ბალანსში, დაახლოებით, მშპ-ის 1%. ასე რომ, უახლოეს 1-2 წელიწადში, ძველებურად ძლიერი დოლარი, აშშ-ის ეკონომიკის ზრდას წინააღმდეგობას გაუწევს სავაჭრო დეფიციტის მიმდინარე 3%-დან, 4%-მდე ზრდით.

დოლარის კურსის ბოლოდროინდელი ზრდა გაართულებს ტრამპის მიზანს, შეამციროს სავაჭრო დეფიციტი. ასე რომ, გაცვლითი კურსი, თავისი 2005 წლის პიკის ქვემოთაა, ხოლო სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, 2000-იან წლებში არსებულზე უარესია.

სავაჭრო ბალანსის მოსალოდნელი ცვლილებები, უკანასკნელ წლებში, მსოფლიო ვაჭრობის საოცრად სუსტი დინამიკის ფონზე მიმდინარეობს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სავალუტო კურსი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე წარსულში.

დღეისათვის, გაძლიერებული დოლარი, უფრო ასახავს ინვესტორების ოპტიმიზმს მათი დოლარში აქტივების ზრდასთან დაკავშირებით, ვიდრე სავაჭრო საქმიანობის გაუარესების წინაპირობას. გამართლდება, თუ არა მათი ოპტიმიზმი, დრო აჩვენებს.


ავტორი: ბერი ბოსვორსი - ბრუკინგსის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის მკვლევარი