საბჭოთა კავშირი და რუსეთი: ტრაგედია და ფარსი

Administrator - 12.01.2017

28 დეკემბერი, 2016

რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო თავგადასავლების ძირითადი მიზანი ძალაუფლების ილუზიის შექმნა იყო.

ამ კვირაში, საბჭოთა კავშირის დაცემის 25-ე წლისთავია. იმ დროს მისი დაშლა წარმოუდგენელი იყო. საბჭოთა კავშირი შეერთებული შტატების მსგავსად, მთელ მსოფლიოში ჩანდა, როგორც ქვის კოლოსი - ზოგიერთის გონებაში იგი საუკეთესო იყო. მართლაც, იგი აგებული იყო ქვიშის საძირკველზე და უმძიმეს პერიოდებში მის შენარჩუნებაზე საიდუმლო პოლიცია ზრუნავდა. მაგრამ კარიერიზმისა და კორუფციის გამო კგბ-ს დასუსტებასთან ერთად, რეჟიმი დაიშალა. ეს მოულოდნელი იყო გარე სამყაროსთვის და შესაძლოა, პოლიტბიუროს დიდი ნაწილისთვისაც კი, მაგრამ კგბ-ს ხალხისთვის არა. მათ იცოდნენ, რა მოხდებოდა და მოემზადნენ ახალი მსოფლიოს გამოსაყენებლად.

ახლა ჩვენ რუსეთთან ახალი დაპირისპირების წინაშე ვართ. ჩემთვის ეს გასაკირი არ არის, რადგანაც რუსეთის აღორძინება ვიწინასწარმეტყველე რვა წლის წინ გამოსულ წიგნში, სახელად „შემდეგი 100 წელიწადი“. რუსეთი არ აპირებდა მსოფლიოს სასარგებლოდ დარჩენილიყო ქაოსში, რომელსაც პრეზიდენტი ბორის ელცინი თავმჯდომარეობდა. ხალხი, რომელიც 1990-იან წლებში გამდიდრდა, 2000-იან წლებში ახალ ელიტად გამოჩნდა. მათი ფესვები იქნება წარსულში და ექნებათ სურვილი, დაუბრუნონ რუსეთს ყოფილი დიდება, ნოსტალგიისა და საკუთარი პოზიციების შენარჩუნების გამო. რუსული კულტურა დიდებით მოსავს ძლიერ ლიდერებს და ლიდერები ძლიერდებიან ამ აღტაცებით. საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ მეორე დაპირისპირების წინაშე.

კარლ მარქსი წერდა, რომ ისტორია მეორდება, პირველად, როგორც ტრაგედია, მეორედ კი, როგორც ფარსი. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კგბ-ს წევრი იყო, და, შესაბამისად, კომუნისტური პარტიისაც. უდავოა, რომ მან მარქსის სიტყვები წაიკითხა. სავარაუდოდ, მას ეს სიტყვები მოსვენებას არ აძლევს, რადგანაც მათშია რუსეთის ძალის აღდგენის არსი.

რაღაც საშინელი და საუცხოო იყო საბჭოთა კავშირში. საშინელის შესახებ ყველამ ვიცით. მაგრამ მათ შორის იყო რუსეთის სასტიკი ინდუსტრიალიზაცია, ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად დაღუპული 20 მილიონი ადამიანი და თანამგზავრისა და იური გაგარინის გაშვება. ალექსანდრე სოლჟენიცინმა დაწერა ბრწყინვალე წიგნები, ზიზღითა და შიშით სავსე, რათა აღეწერა ციხის ბანაკების სისასტიკე. საბჭოთა კავშირს მსოფლიომ თავი დააღწია, მაგრამ ის დრო და ადგილია, რომლის გახსენებაც ღირს.

რუსეთის ფედერაცია დღეს, შედარებით ბანალური ადგილია. ყველაზე დიდი ბანალურობა არის პუტინის, ყოფილი კგბ-ს აგენტის ყურება, თუ როგორ ესწრება მართლმადიდებელი ეკლესიის ცერემონიებს. მაინტერესებს, კომუნისტურ პარტიაში ათეისტობის შესახებ იტყუებოდა, თუ განიცადა ცვლილება - შესაძლოა, გულწრფელი, მაგრამ უდავოდ გამოსადეგი. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა თითქმის ერთი წლის წინ ისაუბრა: „ვერ ვიტყვი, რომ კომუნისტური იდეოლოგიის უდრეკი მომხრე ვიყავი.. თუმცა ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ძალიან დელიკატური იყო“. დელიკატურობა მნიშვნელოვანია. რუსეთს უნდა ხელმძღვანელობდეს ჯადოქარი, რომელსაც მცირე რაღაცების დიდად წაარმოჩენა შეუძლია. ეს არ არის ადგილი ღრმა რწმენის მქონე ადამიანებისათის.

რუსეთის განსაცდელების ჩამონათვალი ჩემი მკითხველისათვის ნაცნობი იქნება. რუსეთს უკრაინა სჭირდება, როგორც ბუფერი. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენებამდე, პუტინს კიევში პრორუსული მთავრობა ჰყავდა. იგი დაამხო და ჩაანაცვლა პროდასავლურმა მთავრობამ. პუტინის შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია, სადაც რუსეთს ხელშეკრულების მიხედვით უკვე ჰყავდა ძალები, უბრალოდ მტკიცე ძალის დემონსტრირების მცდელობა იყო, მაგრამ მასიური დამარცხების მცდელობად გადაიქცა. აღმოსავლეთ უკრაინაში მტრობის გაღვივების სურვილი ვერ ახდა.

გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკა საუდის არაბეთისას ჰგავს. რუსეთი ცხოვრობს და კვდება ნავთობის ფასის შესაბამისად, და როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს გარეთ მცხოვრებ ხალხს ანაზღაურება არ აქვს.

რუსეთი ეძებს შესაძლებლობებს, რომ მსოფლიოს წინაშე დიდი გამარჯვება გამოაცხადოს. სირიაში ინტერვენციამ პუტინს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადარჩენის საშუალება მისცა. პუტინს არასდროს შეეძლება ახსნას, თუ რა სარგებელი მიიღო ასადის გადარჩენით. მან ეს გააკეთა, რადგანაც შეეძლო, და რახან შეეძლო, გლობალურ ძალად გამოჩნდა. მისი მისვლიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ალეპო დაეცა. ახლა, რაც ალეპო დაეცა, ისტორიის ხელი წინ დაიძრა? ცივი ომის დროს, რუსეთი დომინირებდა ან ძლიერ ზეგავლენას ახდენდა მთლიან ახლო აღმოსავლეთზე: სირია, ერაყი, ეგვიპტე, ლიბია, ალჟირი. დღეს კი, რუსეთი მხოლოდ სირიის ნაწილს აკონტროლებს.

ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირს უზარმაზარი მიღწევები ჰქონდა ინტელექტის მხრივ. ამის მაგალითად, ატომური ბომბის საიდუმლოს მოპარვის ოპერაციაც კმარა. დღეს კი, რუსების განსაცვიფრებელი მიღწევებია დემოკრატიული პატრიის ეროვნული კომიტეტის (DNC) სისტემის გატეხვა და აღმოჩენა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს არ სურდა ბერნი სენდერსის ნომინაციაში გამარჯვება.

მწერალმა არტურ კოსტლერმა სტალინის მოღვაწეობის წლებში დაწერა, რომ საბჭოთა კავშირმა ერთხელ ისტორია შექმნა, ახლა კი პოლიტიკას ქმნის. შეგვიძლია, დავამატოთ, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს უბრალოდ ჟესტებით გამოხატავს, რომ მნიშვნელოვან მოვლენებში იღებს მონაწილეობას ან სხვებს აძლევს მონაწილეობის საშუალებას. ამ მოვლენების უმეტესი ნაწილის აუდიტორია თავად რუსეთია. რუსეთის წარუმატებლობებმა თავისი ხალხის ხელფასები ნავთობის ფასის ამარა დატოვა. ტკივილი მწვავდება და პუტინს ამის შეჩერება არ შეუძლია. მაგრამ DNC-ს სისტემის გატეხვა პუტინს საშუალებას აძლევს თქვას, რომ რუსეთი დიდებული გახადა და გავლენა იქონია შეეთებული შტატების არჩევნებზე, თანაც ამავდროულად, რაიმე კავშირის ქონას უარყოფს.

ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი საშიში არ არის. თუ მისი ლიდერები შეიშლებიან, ბევრი ბირთვული რაკეტა აქვთ. თუ ხელმძღვანელობა უკიდურესად გარისკავს, შესაძლოა, ბალტიისპირეთს შეუტიოს, ამას კი ნატოს გაერთიანება შეუძლია. მაგრამ ამ ზომების მიღების ნაცვლად, პუტინი უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას უცხადებს უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებს მთელ მსოფლიოში.

ეს სიახლე არ არის. კგბ-მ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯა მთელ მსოფლიოში კომუნისტებისა და კომუნისტების მიმდევარი ჯარების მხარდასაჭერად. აგრეთვე ჰქონდა კამპანიები, რომელთაც გავლენა უნდა მოეხდინათ მათზე, ვისაც ლენინი „სასარგებლო იდიოტებად“ იხსენიებდა. არსებობდნენ მეცნიერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომელთაც სჯეროდათ საბჭოთა კავშირის მითები და უსასრულოდ იმეორებდნენ მას. კორეის ომის დროს, არსებობდა მითი, რომ ამერიკის შერთებული შტატები ბაქტერიოლოგიურ ომში იყო ჩართული. საბჭოთა კავშირს ჰქონდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ ხალხს აგროვებდა, საბჭოთა კავშირში მიჰყავდა და სახლებში უშვებდა ამ მითების დასაწერად.

„სასარგებლო იდიოტები“ ამ დროს უკიდურესი მემარჯვენეები იყვნენ. ყველა სადაზვერვო ორგანიზაციას აქვს ილუზია, რომ შეუძლია ფსიგოლოგიური ომის წარმოება - ისტორიების შეთხზვა, აგიტატორების შეკრება, პოლიტიკური პარტიებისა და ტერორისტების დაზღვევა - და ისტორიის კურსის შეცვლა. საბჭოთა კავშირმა შეძლო მემარცხენეების თაობების დარწმუნება, რომ შეეძულებინათ შეერთებული შტატები, მაშინაც კი, თუ საბჭოთა კავშირი არ უყვარდათ.

რაც მთავარია, ყველა ამ ძალისხმევის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი დაიშალა. ოპერატიულად იგი კარგად მოქმედებდა. ყოველ კონკრეტულ ოპერაციას მუშაობის ტენდენცია ჰქონდა. პრობლემა ის იყო, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ყველაფერი საშინელი დანაკარგი იყო. საბჭოთა კავშირი არასწორ ომში იბრძოდა, რადგანაც ნამდვილ ომში ბრძოლა არ სურდა. მათ საკუთარი თავები დაარწმუნეს, რომ რაც შეეძლოთ, ის საკმარისი იქნებოდა. პუტინი ამავე გზით მიდის, ეჭვი მაქვს, იმ განსხვავებით, რომ სჯერა, ეს შეცვლის სტრატეგიულ რეალობას. ის თამაშობს თამაშს, რომელიც შეუძლია - აგროვებს „სასარგებლო იდიოტებს“ რაიმეს გამოჩენის იმედით. ეს დელიკატურობის საკითხია.

არ ვამბობ, რომ რუსეთი სერიოზული ქვეყანა არ არის ან უმნიშვნელო საფრთხედ უნდა აღვიქვათ. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამტკიცებდა, რომ რუსეთი კვლავ საფრთხე გახდებოდა დასავლეთისათვის. ახლა კი ვამბობ, რომ გადაჭარბებული რეაქცია ისეთივე საშიშია, როგორც გულდამშვიდებულობა. თუ რუსების მოქმედებას ახლოდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ მათი მნიშვნელობა მცირდება. სისულელე იქნებოდა, გარკვეული ძალისხმევით არ შეგვეკავებინა რუსეთი ან ბალანსი არ შეგვენარჩუნებია. ის შეერთებულ შტატებზე ბევრად დაუცველია, ამერიკამ კი ეს იცის და უპირატესობას ფლობს. რაც მთავარია, ეს ახალი გამოცემა, რაც ძალიან უმნიშვნელო ცივი ომია, კონტექსტში უნდა იქნეს დაცული. არსებობს საბჭოთა კავშირის სტრატეგია. და შემდეგ არსებობს არსებული ეპიზოდის ფარსი.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი