ისლამურ სახელმწიფოზე ტრამპის შეხედულებების განხილვა

Administrator - 02.02.2017

25 იანვარი, 2017

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამურ სახელმწიფოს აღმოფხვრის, მაგრამ როგორ მოხდება ეს?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციაზე გამოსვლისას, ისლამური სახელმწიფოს განადგურებასთან დაკავშირებული დაპირება კიდევ ერთხელ ახსენა. მანამდე ასევე დადო პირობა, რომ შეერთებული შტატებისათვის უსარგებლო საერთაშორისო ვალდებულებებს შეამცირებდა. ეს ორი განცხადება შეუთავსებელი არ არის, უბრალოდ, ტრამპი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს განადგურება ფუნდამენტურია ეროვული ინტერესებისათვის. ზედაპირზე ეს აშკარა პრიორიტეტად შესაძლოა არ ჩანს, თუმცა ვცადოთ გაგება, რატომ არის მისთვის ისლამური სახელმწიფო ამდენად მნიშვნელოვანი.

ისლამური სახელმწიფო ძირითადად სირიასა და ერაყში დასახლებული სუნიტური მოძრაობაა, რომელსაც სახალიფოს აღდგენა და ისლამური სახელმწიფოს მართვა სურს. მან კონტროლი დაამყარა მოსულიდან პალმირამდე. ამ ტერიტორიაზე დააარსა მთავრობა და რაქა გახდა მისი დედაქალაქი. იგი ზრდის გადასახადებს და ხელმძღვანელობს ვაჭრობას. აგრეთვე ჰყავს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომელიც მოსულის დაბრუნების მსურველ ძალებს ებრძვის. გლობალური გამოწვევა იქნება, თუ წარმატებით შეძლებს ისლამური სახელმწიფოს სახალიფოს ქვეშ გაერთიანებას. შარიათზე დაფუძნებული ინტეგრირებული სახელმწიფოს მიერ მართული თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება, რომელიც ამხელა ტერიტორიას ფლობს, ამერიკის ინტერესებისათვის ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნება.

ისლამური სახელმწიფო ამ მიზნისგან შორს არის და მის განსახორციელებლად ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, ასე რომ, ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია. სამომავლო ინტერვენციას აზრი ექნებოდა, ამ მიმართულებით რომ ვითარდებოდეს მოვლენები. აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს, რომ შარიათზე დაფუძნებული საწარმოო ძალა, რომელსაც გლობალური ძალაუფლების მოპოვება შეუძლია, შარიათით მართულ სოციალურ წესრიგსა და ნამდვილ გლობალურ ძალას შორის დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდება. გარდა ამისა, თავისი სამხედრო შესაძლებლობებით ისლამური სახელმწიფო ემუქრება რეგიონალურ ძალებს, როგორიცაა თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ისრაელი, აგრეთვე შეერთებულ შტატებს პერიოდული ტერორისტული თავდასხმებით. და ბოლოს, ისლამური სახელმწიფოსათვის ყველაზე დიდი მტერი არის ირანი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს თეოლოგიურადაც და პოლიტიკურადაც უპირისპირდება.

თუ ამ მხრივ შევხედავთ, ისლამური სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს და ამ უამრავ რეგიონალურ ძალას ისლამური სახელმწიფოს შეჩერების უნარი შესწევს. ამიტომ, ტრამპის გლობალური სტრატეგიის ყოვლისმომცველი თემის გათვალისწინებით, ისლამურ სახელმწიფოსთან გამკლავება რეგიონალური ძალების პრობლემაა; ჯერჯერობით, ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა საჭირო არ არის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ამის დასაბუთება.

ჩვენ გვაქვს ტენდენცია, ახლო აღმოსავლეთზე ევროპის მსგავსად ვიფიქროთ: დამოუკიდებელი ერი-სახელმწიფოების ჯგუფი, რომლებიც თანამშროლობენ ან ერთმანეთს ებრძვიან. ამ სურათს რუკები იძლევა, მაგრამ ისინი მცდარია. მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე ფიქრიც პრობლემატურია. ამ საკითხს რომ აზრი მიეცეს, უნდა ვიფიქროთ მუსულმანურ სამყაროზე, რომელიც მოროკოდან ფილიპინებამდე და ცენტრალური აზიიდან აფრიკამდეა გადაჭიმული. ეს არის სამყარო, რომელშიიც 1.6 მილიარდ ადამიანზე მეტი, მთლიანი კაცობრიობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს.

მუსულმანური სამყარო არასდროს ყოფილა ერთი სახალიფოს კონტროლის ქვეშ, მაგრამ მასიური რეგიონალური ძალები წარმოიშვა. მაგალითად, ერთხელ ხმელთაშუა ზღვის აუზს მუსულმანები აკონტროლებდნენ. მათი ძალაუფლება დომინირებდა იბერიის ნახევარკუნძულზე და ვენამდე იყო გავრცელებული. შესაძლოა, გონიერმა ადამიანმა იფიქროს, რომ იმ პერიოდში ისლამი დიდად ჯობნიდა ქრისტიანულ ევროპას. თუმცა, ინდოეთის სუბკონტინენტზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძალაუფლების ბალანსი მუსულმანებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის მონაცვლეობდა.

დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნიდან, ბალანსმა ევროპელებისკენ გადაინაცვლა. ქრისტიანულმა ევროპულმა იმპერიებმა მსოფლიო მოიცვა, მათ შორის მუსულმანური სამყაროც. ინდონეზიაში ჰოლანდიელებმა დაამყარეს ძალაუფლება, რომელმაც აღმოსავლეთ ინდოეთში პოლიტიკური ისლამი დაასუსტა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიალიზმმა სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკური ისლამი გაანადგურა. რუსეთის იმპერიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დაამყარა ძალაუფლება. ოსმალეთის იმპერიის დასუსტებისა და დაცემის შემდეგ, ევროპელები ახლო აღმოსავლეთს დაესხნენ თავს. ევროპის იმპერიალიზმმა მუსულმანების პოლიტიკური ძალა დაშალა. მას არ გაუნადგურებია პოლიტიკური ისლამის მკვებავი რელიგიური პრინციპები. მათი, როგორც პოლიტიკური ძალის გამოხატვის უნარი, შეზღუდული იყო ევროპული ძალის მიერ, მაგრამ ძირითადი ნაწილი არ დასუსტებულა. ეს ძირითადი ნაწილი ისლამს კერძო რელიგიად არ მიიჩნევდა. იგი ისლამის საჯარო და კერძო სამართლიანობასა და ძალას იმავე სტრუქტურის ნაწილად ხედავდა. რელიგია უმეტესწილად თეოკრატიული იყო. მისი უუნარობა, ემოქმედა პოლიტიკურად, დროთა განმავლობაში განვითარდა, მაგრამ მუდმივი მდგომარეობა არ იყო.

ევროპული იმპერიების დაშლის შემდეგ, ქვეყნების ჯგუფი ერთად დარჩა და ევროპელების მიერ დამარცხებულებზე ბევრად მაღლა იყვნენ, მაგრამ ამ დამარცხებულების მიღმა იყო პოლიტიკური ისლამის ფენა, რომელიც არასდროს გამქრალა, მიუხედავად უძლურებისა გასული რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ეს იყო შეზღუდვებისგან განთავისუფლებული ფენა, რომელმაც დასაბამი მისცა ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოს, ისევე, როგორც სუნიტურ სამყაროში მრავალ სხვა ორგანიზაციას, როგორიცაა თალიბანი. მოულოდნელი იყო არა პოლიტიკური ისლამის გამოჩენა, არამედ ისლამის ბრძოლა თავის ისტორიულ ნორმამდე დასაბრუნებლად.

დასავლეთში დებატები მძვინვარებს იმის შესახებ, თუ როგორ განვასხვავოთ ჩვეულებრივი მუსლიმი ისლამისტი რადიკალებისაგან. ტრამპის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არასწორი შეკითხვაა. პოლიტიკური ისლამი ისლამია. ევროპის მბრძანებლობით დასუსტებულმა ისლამის სხვადასხვა ნაწილებმა, პოლიტიკური ასპექტი გვერდით გადადეს, მაგრამ ისლამი არსებითად პოლიტიკური რელიგიაა. ძირითადი საკითხი არ არის ისლამისა და პოლიტიკური ისლამის ერთმანეთისაგან განსხვავება. ისინი ერთია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ისლამი სასტიკი უნდა იყოს.

მაგრამ ისტორიის ამ ეტაპზე ეს არ გამოდგება. ევროპის ბატონობიდან თავის დაღწევის შემდეგ, ისლამი მწვავე რევოლუციურ პროცესს გადის. იგი აღდგენას ცდილობს დადარდიანებული მუსულმანი საზოგადოების კონტექსტის ფარგლებში. მუსულმანებს აუცილებლობა და გარე ზეწოლა არ ხდის რადიკალებს. პირიქით, აღიარების მთელი პროცესი შეუძლებელია მუსულმანი საზოგადოების რადიკალიზაციის გარეშე, რადგანაც ეს პროცესი გამოყოფს ისლამის რეპრესირებულ შეხედულებებს. მუსულმანებს ეს ზეწოლა არ აქცევს რადიკალებად. მათ კარს ზეწოლისგან გათავისუფლება უხსნის. ეროპული რევოლუციები, როგორიც არის რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის რევოლუციები, ბარბაროსულად მიმდინარეობდა. ეს არავის მოუტანს კომფორტს. ეს გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება იყოს ისლამური სახელმწიფოს შექმნის ადამიანური მსხვერპლი.

შეერთებული შტატებისათვის თავის შორს დაჭერა და კურსის ბუნებისათვის მინდობა უგულვებელყოფს რეალობას, რომ რადიკალიზმს აქვს ტენდენცია, ჩაანაცვლოს ზომიერება, და არა პირიქით. ამიტომ, თურქეთისა და საუდის არაბეთისათვის უბრალოდ შეჩერების ნების მიცემა არ ითვალისწინებს მათი რადიკალიზმისადმი დაქვემდებარებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, წარმოდგენა, რომ რადიკალიზაცია მიმდინარეობს, რეალობას არ შეესაბამება. ისლამი არ ეძებს რადიკალიზაციას და ზომიერებას - არამედ აუთენტურობას. აუთენტური ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება კი ამერიკის ინტერესებში არ არის.

მაშ, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი? ერთი გამოსავალი არის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებული 15 წლიანი ომის გაგრძელება. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ისლამს გააძლიერებს. მეორე კი არის ძალაუფლების ბალანსის გამოყენება, განსაკუთრებით ირანისა და ისრაელის. პრობლემა ის არის, რომ შეიძლება გადაწყვიტონ, არ გამოიყენონ, და ირანის შემთხვევაში შედეგი შესაძლოა გამოსავალი არ იყოს.

ტრამპის სტრატეგია იქნება მუსულმანური სამყაროს სტატუს ქვომდე დაბრუნება, როგორც 1945 წლამდე. საუკუნეების განმავლობაში, ისლამი იყო პოლიტიკური, თავდაცვითი, დემორალიზებული და დანაწევრებული. ამას ევროპამ მიაღწია მუსულმანურ სახელმწიფოსთან დაპირისპირებით, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოსთან. აშკარაა, რომ ევროპელები იმ მდგომარებაში არ არიან, რომ ეს გაიმეორონ.

გამოსავალი ისლამური სამყაროს მზარდი თავდაჯერებულობის შეჩერებაა. ისლამური სახელმწიფოს დამარცხება არის არა დასასრული, არამედ დასრულების საშუალება. ისლამური სახელმწიფო არის პოლიტიკური ისლამის მხოლოდ ახალი კონსტრუქცია, რევოლუციური ფორმით. მაგრამ მსგავსი მოძრაობებისგან განსხვავებით, ისლამური სახელმწიფო იდგა და იბრძოდა, რაც პოლიტიკური ისლამის მზარდ ძალაზე მიუთითებს. ტრამპისთვის მტერი არის მზარდი თადაჯერებულობა და ძალა. პოლიტიკური ისლამი ვერ აღმოიფხვრება. მაგრამ მისი თავდაჯერებულობა კი. და ცნებები, როგორიც არის „რადიკალიზაცია“, რომელიც გამოიყენება სასტიკი ზომების წინააღმდეგ კამათისას, არასწორად არის გაგებული. რადიკალიზაციას სასტიკი ზომების გამო აღშფოთება არ იწვევს, არამედ სიამაყე და მომავლის იმედი. ეს მომავალი კი უფრო შორეული უნდა გახდეს.

ამ ცნების მიღება მიგვიყვანს დავამდე ამერიკის შეერთებული შტატების მასიურ ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული მოძრაობის შესაჩერებლად არის, არამედ პოლიტიკური ისლამის დამკვიდრების სურვილის უიმედობის სადემონსტრაციოდ. ამას პოლიტიკური ძალები აკეთებდნენ თავიანთი ბატონობის დროს. სიტუაციის უიმედობა და მასთან ერთად ზომიერების ეფექტურობა, ცხადი იყო. უიმედობის გარეშე გაუგებარია, რა უპირატესობა აქვს ზომიერებას.

ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნება ეს შეტევა. მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპის გუნდს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებით ამ პრობლემის მოგვარების იმედი აქვს. მიზეზი მოსახლეობაშია და მოსახლეობა უნდა დაარწმუნონ, რომ მათი იმედები რეალიზაციის მიღმაა. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების გადაწყვეტილება და თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ზრდა განსახილველია. ჩემი აზრით, ტრამპი არეულად მოქმედებს, რათა თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს. ამაში მტრები ეხმარებიან, რომლებიც მისი აზროვნების პროცესს დალაგებულად არ მიიჩნევენ. მაგრამ მე შევამჩნიე არა უთავბოლობა, არამედ მხოლოდ ის, რისი გაკეთების ძალაც ამ ეტაპზე არ შესწევს.

არ მესმის, როგორი იქნება სამხედრო ოპერაცია და იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც ბევრი ჩაშლილი გეგმა ნახა. შემიძლია გავიზიარო მისი მსჯელობა იმ თვალსაზრისთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ისლამის დასუსტება სურს. მისი მიდგომის დასაცავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელი 15 წლის სტრატეგია არ მუშაობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მცდელობა, ყოფილიყო მეგობრული, უშედეგო იყო და არაფრის კეთება და იმედის ქონა სარისკოა. არც ერთ მსჯელობას არ აქვს აზრი, ვიდრე სტრატეგია არ გაამართლებს.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი