„ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით“

გიორგი კვირიკაშვილი - 21.01.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით ერთ-ერთი ქვეყანა ვართ...“.

არგუმენტირებული შეფასება

2015 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 189 ქვეყანას შორის იყო მე-15 ადგილას.

საქართველომ, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შრომის ბაზრის რეგულირება, შეამცირა ვადიანი კონტრაქტების ხანგრძლივობა და შემოიღო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დაქირავებულის წინასწარ ინფორმირების პრაქტიკა.

ასევე, 2015 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭიროა ორი პროცედურის გავლა, რაც საჭიროებს ორ სამუშაო დღეს.

თუ გადავხედავთ რეგიონის ქვეყნებს აღნიშნულ რეიტინგში, ვნახავთ, რომ საქართველო ბევრად წინაა მათთან შედარებით (იხ. ცხრილი 1):

ცხრილი 1.

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, არის სიმართლე.