„ჩვენ გვაქვს ვიზიტორების რაოდენობის 7-პროცენტიანი ზრდა“

გიორგი კვირიკაშვილი - 28.12.2015

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 28 დეკემბერს განაცხადა: „ჩვენ გვაქვს 7-პროცენტიანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის. 5 800 000 საერთაშორისო ვიზიტორს მიაღწია წელს საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის იანვარ -დეკემბერში საქართველოში შემოვიდა 5.896.983 ვიზიტორი, ხოლო 2015 წელს - 5.515.559  (იხ. ცხრილი 1):
ცხრილი 1.


2015 წლის იანვარ - დეკემბრის თვეების ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 381.424 - ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს, შესაბამისად, 2015 წელს დაფიქსირდა 7%-იანი მატება.

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 7%-ით არის სიმართლე.