"ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული"

გიორგი კვირიკაშვილი - 20.05.2015

პოლიტიკოსის განცხადება

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ 2015 წლის 20 მაისს „საზოგადოებრივი მაწუყებლის“ ეთერში აცხადებს: „ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი, ალბათ თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანია, ასევე EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად, მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია“.


არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთების პერიოდში, ლარი აშშ დოლარის მიმართ მართლაც მყარდებოდა (იხ. ცხრილი 1).

დანართი 1

რაც შეეხება ლარის გამყარების გამომწვევ მიზეზებს, ამ პროცესზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა ამ შემთხვევაში, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გადასამოწმებლად, განვიხილოთ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მაისის თვეში, წინა თვეებთან შედარებით მართლაც გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა (იხ. ცხრილი 2). მაისის თვეში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 454 545 შეადგინა, რაც დაახლოებით 60 000-ით აღემატება აპრილის მაჩვენებელს.

დანართი 2

აღნიშნული რაოდენობის მიხედვით, ტურისტების რიცხვის ზრდა ბუნებრივად ნიშნავს ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის რაოდენობის ზრდასაც.

ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ლარის გამყარების მიზეზი ტურისტების რაოდენობის ზრდაც იყო.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მაისის თვეში ლარის გამყარება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, აღნიშნული გაცხადება არის ძირითადად სიმართლე.