„რაც შეეხება ინვესტიციებს - 2014 წელს 2013-თან შედარებით 31%-იანი მატება იყო“

გიორგი კვირიკაშვილი - 10.06.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 7 მაისს განაცხადა: „რაც შეეხება ინვესტიციებს - 2014 წელს 2013-თან შედარებით 31%-იანი მატება იყო.“

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად 2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შევადაროთ 2013 წლის მაჩვენებელს.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა  შეადგინა 941,9 მლნ ლარი აშშ დოლარი.

რაც შეეხება 2014 წელს, საქსტატის მონაცემებით ინვესტიციებმა შეადგინა 1 758,4 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისად, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 86,6%-ით.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 31%-ით გაიზარდა, არის სიმართლე.