"პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"

გიორგი კვირიკაშვილი - 14.06.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა: “პირველ კვარტალში იყო უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წლის შემდეგ - 376 მლნ დოლარი, ეს მართლაც ძალიან სასიხარულო რიცხვია".

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ ოფიციალურ მონაცემებში მოცემულია, 2005-დან 2016 წლამდე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1.

მლნ. აშშ დოლარი
წელი სულ I კვ II კვ III კვ IV კვ
2005 449.8 89.4 105.9 75.6 178.9
2006 1 190.4 146.0 306.9 280.7 456.7
2007 2 014.8 421.4 401.5 489.1 702.9
2008 1 564.0 537.7 605.4 134.7 286.2
2009 658.4 114.0 177.2 173.2 194.0
2010 814.5 166.5 208.3 225.6 214.1
2011 1 117.2 209.7 248.3 316.6 342.6
2012 911.6 261.2 217.7 199.0 233.7
2013 941.9 252.3 207.9 254.8 226.9
2014 1 758.4 309.5 196.2 726.0 526.7
2015* 1 351.1 185.2 370.1 527.9 267.9
2016* 376.4 376.4      

*წინასწარი მონაცემები

ზემოთ მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1-ელ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 376.4 მლნ აშშ დოლარი, რაც 2008 წლიდან, შემდეგ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ 2016 წლის 1-ელ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, არის სიმართლე.