"ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ყოველწლიურად იზრდება"

გიორგი კვირიკაშვილი - 17.06.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,  2016 წლის 15 ივნისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა: „ჩვენ მოხარული ვართ, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეწვია 36 000 გერმანელი ვიზიტორი და ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ყოველწლიურად იზრდება. საქართველო ტურისტულად ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა და შარშან, საქართველოს ჯამში 6 000 000-მდე ტურისტი ეწვია”.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებში მოცემულია, 2012-დან 2016 წლამდე, ტურისტების რაოდენობა საქართველოში, მსოფლიოდან და გერმანიიდან: (იხ. ცხრილი1)

ცხრილი 1.

წელი ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ტურისტების რაოდენობა მსოფლიოდან
2012 26 448 4.428.221
2013 30 815 5.392.303
2014 33 446 5.515.559
2015 36 826 5.901.094
2016 (1-ლი 5 თვე) 11 486 2.119.275

ზემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან 36 826-ია, ხოლო მსოფლიოდან - 5,901,094.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ გერმანელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, არის სიმართლე.