„მშპ წელს არის 2 მილიარდით ნაკლები"

რომან გოცირიძე - 05.09.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 5 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა: მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში წელს არის 2 მილიარდით ნაკლები, ვიდრე ეს იყო 2012 წელს”.

არგუმენტირებული შეფასება

გამომდინარე იქიდან, რომ განცხადების გაკეთებისას ჯერ არ იყო ცნობილი 2016 წლის მშპ-ის მოცულობა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რომან გოცირიძე განცხადების გაკეთებისას 2015 წლის მშპ-ს (აშშ დოლარში) ადარებდა 2012 წლისას.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს საქართველოს მშპ-მა, აშშ დოლარში, 15846.8 მლნ, ხოლო 2015 წელს 13959.9 მლნ შეადგინა, შესაბამისად, 2012 წლის მშპ აშშ დოლარში 1886.9 მლნ-ით აღემატებოდა 2015-ისას.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში წელს არის 2 მილიარდით ნაკლები, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, 94,3%-ით შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.