„2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა“

გიორგი კვირიკაშვილი - 06.10.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა: „2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ.

არგუმენტირებული შეფასება

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად ვნახოთ, შემცირდა, თუ არა 2015 წელს უმუშევრობა წინა წლებთან შედარებით და გაიზარდა, თუ არა ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა 12% შეადგინა, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში, მართლაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

  2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
უმუშევრობის დონე პროცენტებში 13.8 13.6 13.3 16.5 16.9 16.3 15.1 15.0 14.6 12.4 12.0

რაც შეეხება ხელფასების ოდენობას, საქსტატის ინფორმაციით (ჯერჯერობით არ არსებობს 2015 წლის წლიური მაჩვენებლები), 2014 წელს საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 818 ლარი შეადგინა. ეს კი ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასია 2004-2014 წლებში.

  2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (ლარი) 156.6 204.2 277.9 368.1 534.9 556.8 597.6 636.0 712.5 773.1 818.0

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, უმუშევრობის დონისა და ანაზღაურების შესახებ, არის სიმართლე.