„6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს“

გიორგი კვირიკაშვილი - 13.01.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 11 იანვრის მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „2016 წელს, საქართველოს 6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავალმა“.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, საქართველოს 6 350 825 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2015 წელს, მან 1 935 915 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს, მან 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

თუკი 2015 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, 2016 წელს ზრდამ 8% შეადგინა. ბოლო წლებში, საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების სტატიტიკა შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. გრაფიკი 1):

გრაფიკი 1

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს, საქართველოს 6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავალმა, არის სიმართლე.