„რუსული ინვესტიციები უფრო მეტად შემოედინებოდა საქართველოში“

გიორგი კვირიკაშვილი - 27.01.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 9 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა: „წინა ხელისუფლების დროს, რუსული ინვესტიციები უფრო მეტად შემოედინებოდა საქართველოში, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ, რა ტენდენცია ფიქსირდებოდა საქართველოში განხორციელებული რუსული ინვესტიციების მხრივ, 2004-2015 წლებში.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაცია 2004-2015 წლებში რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მოცემულია გრაფიკზე (იხ. გრაფიკი1):

გრაფიკი 1

2004-2012 წლებში, რუსული ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 40.6 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2013-2015 წლებში, - 43.5 მლნ აშშ დოლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ 2013-2015 წლებში ქვეყანაში შემოსული რუსული ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი აღემატება 2004-2012 წლებში განხორციელებულ რუსული ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელს.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს, რუსული ინვესტიციები უფრო მეტად შემოედინებოდა საქართველოში, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს, არის მცდარი.