„ოქტომბრის მდგომარეობით გაზრდილია დეპოზიტების და სესხების ლარიზაცია“
დიმიტრი ქუმსიშვილი - 08.11.2017
პოლიტიკოსის განცხადება
2017 წლის 4 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ლარიზაციის პროგრამის შედეგებზე საუბრისას შემდეგი განაცხადა: „მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%.“
არგუმენტირებული შეფასება
ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობამ 6 578 908 ათასი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით მოზიდულმა კი 12 768 276 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2017 წლის დასაწყისში არსებულ ვითარებას, 1 იანვრისთვის, ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობა იყო 5 036 280 ათასი ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტით - 13 266 004 ათასი ლარი. შესაბამისად, წლის დასაწყისში ლარში მოზიდული სესხების მოცულობა მთლიანად მოზიდული დეპოზიტების 27.5%-ს შეადგენდა, ხოლო 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 6.5 პროცენტული პუნქტით 34%-მდე გაიზარდა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1
კომერციული ბანკების მიერ ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა (ათასი ლარი) |
|
|
ეროვნული ვალუტით მოზიდული |
უცხოური ვალუტით მოზიდული |
სულ დეპოზიტები |
01.01.2017 |
5,036,280 (27.5%) |
13,266,004 (72.5%) |
18,302,284 (100%) |
01.10.2017 |
6,578,908 (34%) |
12,768,276 (66%) |
19,347,184 (100%) |
სესხებს რაც შეეხება, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 34%-ს შეადგენდა და 9 თვიანი პერიოდის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 42%-მდე გაიზარდა. ამასთან, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების 45% ეროვნული ვალუტით იყო გაცემული, ხოლო 1 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ით 55%-მდე გაიზარდა (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2
კომერციული ბანკების მიერ ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემული სესხები (ათასი ლარი) |
|
|
ეროვნული ვალუტით გაცემული |
უცხოური ვალუტით გაცემული |
სულ სესხები |
01.01.2017 |
6,366,433 (34%) |
12,129,229 (66%) |
18,495,622 (100%) |
ფიზიკური 4,296,530 |
იურიდიული 2,069,902 |
ფიზიკური 5,283,915 |
იურიდიული 6,845,314 |
|
01.10.2017 |
8,235,812 (42%) |
11,157,811 (58%) |
19,393,623 (100%) |
ფიზიკური 5,852,859 |
იურიდიული 2,382,954 |
ფიზიკური 4,745,053 |
იურიდიული 6,412,758 |
|
დასკვნა
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული გაცხადება - „მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%“ - არის სიმართლე.