რას წარმოვადგენთ

Oxygen of Democracy (www.oxygen.org.ge) წარმოადგენს ანალიტიკური პროგნოზების სააგენტოს, რომელიც შეიქმნა ორი წარმატებული საერთაშორისო ანალოგი სააგენტოს (www.politifact.com, www.stratfor.com) კომბინაციის საფუძველზე. სააგენტო ასევე, მოიცავს სოციოლოგიური კვლევების სისტემას სხვადასხვა მიმართულებით.

Oxygen of Democracy - ის მიზანია:

  • გაანალიზოს და აწარმოოს რაოდენობრივი აღრიცხვა პოლიტიკოსთა მიერ განხორციელებულ აქტივობებზე დაყრდნობით. ასევე, მოახდინოს მათი კლასიფიკაცია და გადაანაწილოს სტატუსები, წინასწარ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე;
  • გაუწიოს მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობას;
  • ობიექტური მაჩვენებლებით შეაფასოს ექსპერტების კვალიფიციურობა და ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობას.
  • შეისწავლოს საქართველოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების სოციალური დინამიკა;
  • ხელი შეუწყოს ახალი თაობის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას, მათ შორის, ობიექტურად გამოკვეთილი სხვადასხვა დარგის კვალიფიციური პუბლიცისტებისა და ანალიტიკოსების პოპულარიზაციასა და მათგან სანდო, მაღალკვალიფიციური საექსპერტო ჯგუფის ჩამოყალიბებას.
  • პერიოდულად განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ დინამიკაში შინაარსობრივი და სიღრმისეული გარკვევისკენ.
  • ითანამშრომლოს ყველა მაღალკვალიფიციურ კვლევით ცენტრებთან, პოლიტიკურ-სოციალურ ორგანიზაციებთან და  ხელი შეუწყოს მათ ინოვაციური საზოგადოებისთვის საჭირო იდებიის საჯარო განხილვებსა და პოპულარიზაციაში.

Oxygen of Democracy პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა და ექსპერტთა შეფასების კუთხით იყენებს შემდეგ მეთოდოლოგიას:

პოლიტიკოსთა შეფასების კრიტერიუმები:

  • კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელი;
  • სანდოობის მეტრი;
  • პოზიციათა სტაბილურობის მეტრი.

პოლიტიკურ პარტიათა შეფასების კრიტერიუმები:

  • მარგი ქმედების პოტენციალი;
  • გავლენის მეტრი;
  • დაპირებათა მეტრი.

ექსპერტთა შეფასების კრიტერიუმები:

  • კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელი;
  • პროგნოზირების ხარისხის მეტრი.