Oxygen of Democracy მმართველ პოლიტიკურ პარტიათა დაპირებებზე მონიტორინგის მიზნით იყენებს დაპირებათა მეტრს. დაპირებათა სრული ბაზის შესაქმნელად, სააგენტოს ანალიტიკოსები შეისწავლიან პარტიის ლიდერთა სატელევიზიო გამოსვლებს და საარჩევნო პროგრამებს. სააგენტო ამოწმებს სრულ დაპირებას და არ ახდენს დაპირებათა იგნორირებას. ყველა დაპირებას თან ახლავს წყარო, რომელიც იძლევა სრული დაპირების კონტექსტში ნახვის შესაძლებლობას.
დაპირების მეტრისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდი:
„შეფასების გარეშე“- ყველა დაპირება სათავეს იღებს ამ დონიდან და ინარჩუნებს სტატუსს, სანამ დაიწყება მითითებული ვადის ათვლა ან არ დაფიქსირდება, რომ დაპირების გამცემმა განახორციელა დაპირების სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებული ქმედება.
„დაპირება დინამიკაში“ - წარმოადგენს ყველაზე ფართო კატეგორიას და მიუთითებს რომ დაპირება განიხილება. დაპირება გადადის,- „ დაპირება დინამიკაში“ მას შემდეგ, რაც დაიწყება მითითებული ვადის ათვლა ან დაპირების გამცემი განახორციელებს კონკრეტულ ქმედებას დაპირების სისრულეში მოყვანის მიზნით. დაპირება ინარჩუნებს აღნიშნულ სტატუს მანამ, სანამ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გადავა „შესრულებულ“ ან „შეუსრულებელ“ დაპირებებში. ზოგიერთი დაპირება ასევე შესაძლებელია გადავიდეს „შეფერხებულის“ სტატუსში.
„შეფერხებული“ - დაპირება შესაძლოა შეფერხდეს ფინანსებთან დაკავშირებული შეზღუდვების ან სხვა რაიმე ფორსმაჟორის საფუძველზე. რადგან მიზეზი არ გამომდინარეობს დაპირების გამცემი სუბიექტის მხრიდან, შესაბამისად მონაცემები არ აისახება სუბიექტის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული სტატუსის მქონე დაპირება ან შეინარჩუნებს ამ სტატუსს, ან შეიძლება დაუბრუნდეს „დაპირება დინამიკაში“ სტატუსს.
„შესრულებული დაპირება“ - მეტწილად ან მთლიანად შესრულებული დაპირება (70%-ზე ზევით)
„შეუსრულებელი დაპირება” - მეტწილად შეუსრულებელი დაპირება. (70% და ქვევით)